ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2021


შესალევი

ამბობ ვართულებ,
ნეტა შემეძლოს გართულება,
გავართულებდი.
ჩემს ცხოვრებას გავეცლებოდი,
რადგან ყველაზე მეტად
სიყალბე მძულს.
გავეცლებოდი ყველას, ყველაფერს,
თუ ხიდის ქვეშ ამომხდებოდა სული,
ამოვიხდენდი...

გუშინ მეზობლად თვრამეტი წლის ბიჭმა მოიკლა თავი,
მე კი ვამტკიცებ რომ გადმოვარდა
და არგუმენტად
ქვედა მეზობლის სარეცხის ჯოხი მომყავს:
- ხედავ, როგორი ჩაღუნულია?
არ გადმომხტარა!
გადმოხტომისას 
სხვანაირი იხაზება ტრაექტორია!
ვამბობ და მცრის,
რადგან პარალელურად,
ვხედავ როგორ  აცლიან  სისხლს ტერიტორიას, -
ასფალტს რეცხავენ...

მშურს, ალბათ, მისი.
შესაშური რა აქვსო, იტყვი.
მან  შეძლო ის,
რაც ერთ დროს
მე ვერ შევძელი...
თორემ, სიტყვების გამოხშირვას  აბა რა უნდა?
მეხსიერება უწყვეტ კონტაქტში
და სულ ეს არის...

მშვიდობით „ტკბილო“,
ხედავ, რა ადვილია?
სიტყვას იოლად ვემშვიდობები.
არ იქნებოდა ის პირველი,
რომლის შემდეგ წამოვიდა
ევა, ადამი...
შეველევი.

მაგრამ,
„გამარჯობას“ და „ნახვამდის“ შორის
დუმილს როგორ შევეგუები?
როგორც დიეტურ საკვებს?
თითქოს მძიმე ოპერაციის მერე
თვალს ძლივს ვახელდე.
კვება საწრუპით, -
ყოველ დილას მხოლოდ „სალამი“,
საღამოს კი
ხან „ნახვამდის“,
ხან „მშვიდობით“,
უფრო ხშირად ალბათ  „დროებით“...

„ბრალი“ არაშესატყვისი სიტყვაა აქ და
ამიტომაც არ ვიტყვი რომ ჩემი ბრალია,
მაგრამ ჩემს ანფასზე
უკვე ნახევარი საუკუნის კალენდარია
ასახული და
რა დროს ეს არის?!
არაფერზე არ გედავები,
მაგრამ „სულერთია“_ს მორევს
ვერ ჩავყევი,
ყველაფერი გულზე უნდა მხვდებოდეს!
მე ასეთი ვარ,
შენ კი ანდამატობას ნუ მოიშლი
შენი გულისას,
რომ არ გიჭირდეს ნაპირიდან ჩემი ყურება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები