ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნინო ბერიძე19
ჟანრი: პროზა
16 თებერვალი, 2021


სასწაული თეთრებში

-ექიმთან დღესაც მივდივართ?
-ცოტაც უნდა მოითმინო ხომ იცი, მალე ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ სამნი მე, შენ და მამა აუცილებლად  წავალთ ზღვაზე, დავჯდებით ნაპირზე, პატარა კენჭებს ჩვენს რთულ დღეებზე  მოვუყვებით და ზღვაში მოვისვრით  ძალიაან, ძალიაან შორს
მოდი აბა ჩემო ძლიერო ბიჭო, ხელები კისერზე შემომხვიე და წავიდეთ, ვიბანაოთ. -ხელში აიყვანა ელინამ  ღონეგამომოცლილი მაგრამ მაინც სიცოცხლით სავსე მათე და ერთად შევიდნენ სააბაზანოში.
-მოდი აბა თავზე შენს საყვარელ შამპუნს წაგისმევ და ისე აგიქაფებ ამ პატარა თავს რომ მთლიანად ქაფში გაეხვევი.
მათეს უყვარდა ქაფი, რაცარუნდა მოწყენილი ყოფილიყო ქაფის დანახვისას სიხარული აიტანდა ხოლმე. ახლაც ასე მოხდა იცინოდა და მისი ბავშვური ლაღი სიცილის ხმა მთელს სახლში ისმოდა, ხმის გაგონებაზე სააბაზანოში მამაც შევიდა, გიორგიც დარდისგან დალეულიყო, ახალგაზრდები იყვნენ მაგრამ მათაც უჭირდათ უკვე ყოფილიყვნენ ძლიერები.
-მოდი აბა მამას ქაფი ცხვირზე წავუსვათ, გადაიკისკისა დედამაც და გიორგის ცხვირზე ქაფი წაუსვა, სამივეს წამით გადაავიწყდათ ყველაფერი და ბედნიერებამ მთელი არსებით მოიცვა ისინი, ყველაფერი გაფერადდა და ნათელი ფერებით შეიმოსა გეგონებოდათ ამ სამყაროში სულაც არ არსებულიყო სიტყვა ავადმყოფობა, დაღლა და უძლურება. სამივე იცინოდნენ გაუჩერებლად და ერთიმეორეს ქაფით სვრიდნენ. უცებ დედის სიცილის ხმა შეწყდა, თითქოსდა მის ახლოს ვიღაცამ ჩაიარა და ყურში საშინელება ჩასჩურჩულაო, მათემ  ვერაფერი შენიშნა კვლავ იცინოდა, გიორგიმ თვალებით ანიშნა, რა მოხდაო  და თან ელინას აცრემლებულ თვალებს შეეფეთა, რომლებიც მის ხელებზე ანიშნებდნენ, მათეს კვლავ გადაუსვა თავზე ხელი და მისი გრძელი ხუჭუჭა  ოქროსფერი თმები, მუდამ მზის სხივივით მოკაშკაშეები, გოგონას ხელში შერჩენოდა.

                                        *          *          *
-ელინა, შეგიძლია თავი გადამპარსო? ზაფხულია და დიდ თმებში დავიწვები, თან მე ძალიან მომწონს გადაპარსული თავი
-იცი მეც ძალიან მომწონს, თან თურმე ვინც თავს იპარსავს ყველაზე ძლიერი ხდება
-დედა შეიძლება თავი მეც გადავიპარსო?
-რაო ჩემო ძლიერო ბიჭო, შენც გინდა რომ ყველაზე ძლიერი იყო? გაუღიმა და მუცელზე შეუღიტინა გიორგიმ, თან მათეს ზურგს უკან ელინას თავი დაუქნია, და ნუგეშისსაცემად გაუღიმა
მათეს თმასთან საპარსი მიიტანა, მაგრამ თმას შეახო თუარა ხელი გიორგიმ, ნახევარი  თავისით ჩამოსცვივდა
ელინას ცრემლები მოერია და ოთახიდან გავიდა, მათეს უთხრა ცოტა ხანში მოვალ და აბა ვნახოთ როგორი ძლიერი ბიჭები იქნებითო
-დედა, დედა ნახე მე და მამა ყველაზე ძლიერები ვართ. გიორგის თავისთვის და მათესთვის თავი გადაეპარსა და მამა-შვილი ერთად მიდიოდნენ დედისკენ, ელინამ წამად ზურგი შეაქცია ცრემლი შეიმშრალა, სახეზე ღიმილი მოიფინა და ხელგაშლილი შეეგება მისთვის ყველაზე ძლიერ ადამიანებს...
     
                                    *        *          *
-ექიმო ის ხომ მხოლოდ ექვსი წლისაა, რამე გზა ხომ უნდა არსებობდეს, მოთქვამდა ელინა და ქმარს ხელს არ უშვებდა
-სამწუხაროდ, მდგომარეობა იმაზე ბევრად უფრო ადრე დამძიმდა ვიდრე მოველოდით, მათეს ორგანიზმი სათანადოდ ვეღარ უმკლავდება დაავადებას, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, აადრე თუ გვიან ეს დღე დადგებოდა, თქვენც კარგად იცით
-კი მაგრამ...
-რეანიმაციაში შეგიძლიათ ცალ-ცალკე შეხვიდეთ, მხოლოდ ხუთი წუთით.
სანამ ელინა დამშვიდდებოდა, გიორგი შევიდა, საწოლთან იდგა და დაჰყურებდა მის ძლიერ ბიჭს, მათეს რომელიც ახლაც იბრძოდა
ელინას შესვლა ალბათ გულმა უგრძნო და თვალი ცოტათი გაახილა, გოგონამ შვილის ხელი აიღო და მწუყრვალივით დაეწაფა
-დედა იცი ზღვა ვნახე, ყველაფერი მოვუყევი კენჭებს და ზღვაში მოვისროლე, მერე ზღვიდან ვიღაც გამოვიდა თეთრები ეცვა და მითხრა ყველაზე ლამაზი ადგილები უნდა გაჩვენოო, ის ისეთი კარგია დედა, დედა იცი იქ რა კარგია, ბევრი  თეთრი მტრედები და ყვავილებია, ყველაფერი ანათებს...  დედა იცი იმ თეთრებში ჩაცმულმა მითხრა ცუდ დღეებს მე წავიღებო და ხელში ეს მომცა . მან მითხრა რომ ცუდი დღეები აღარ იქნება. დედა, მამას დაუძახებ?
ელინამ ძლიერად შემოხვია მათეს ხელები, შუბლზე ეამბორა და გარეთ გავარდა, გიორგის დაუძახა
-ჩქარა წამოდი მათემ გაიღვიძა და შენც გეძახის,
ამის გაგონებაზე გიორგიც მათკენ გაიქცა, კართან მისულები ექიმმა შეაჩერა
-ხომ გითხარით, მათე მძიმედაა, ორივემ ერთად არ შეხვიდეთ თქო, თანაც უკვე იყავით მასთან
-არა, ექიმო გთხოვთ მათე გვეძახის, უნდა სამივე ერთად ვიყოთ,გთხოვთ
-ეს როგორ, შეუძლებელია მათე კომაშია
-არა ექიმო მართალს გეუბნებით მათემ გაიღვიძა, მითხრა რომ ზღვა ნახა და ცუდი დღეები მას გაატანა
ექიმი რეანიმაციაში შევარდა, ელინა და გიორგიც ვერ შეაკავეს და უკან მიჰყვნენ, შიგნით შესულები გაოცდნენ, მათე საწოლზე ჩამომჯდარიყო, ხელში ჯვარი ხის ჯვარი დაეკავა და იცინოდა

ელინას ცრემლები გადმოსცვივდა, გიორგიმაც თავი ვეღარ შეიკავა.

პრაქტიკაში ასეთი რამე არ გვქონია, ეს ხომ შეუძლებელია. მთელი ქვეყნის წამყვანი ექიმები შეკრებილიყვნენ და ამ ფაქტს ახსნას ვერ უძებნიდნენ.

                              *          *          *
და მაინც, ადამიანმა ჯერ კიდევ ვერ შეიგნო რომ რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღმერთისთვისაა შესაძლებელი. ❤️

                    ნინო ბერიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები