ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნინო ბერიძე19
ჟანრი: პროზა
11 თებერვალი, 2021


ფერისცვალება

ფერისცვალება ❤️
/  /  /  /  /  /  /  /  /  /    /    /    /    /
-მამაო ჩემს შვილზე ვწუხვარ და არ ვიცი რა გავაკეთო, დღედაღამ ამ ტელეფონს და კომპიუტერს ჩასციცინებს, არავისი შეცოდება მაგას არ გააჩნია და არაფერი სხვა მაგას არ აინტერესებს, მესმის რომ დროა ასეთი მაგრამ რაღაც გამოსავალი ხომ უნდა იყოს.. ამასწინათ ვიღაცას დახმარება უთხოვია თურმე, ამას კი პირიქით უვნია მისთვის. გუშინ ღამ ტელევიზორის ყურებაში გაათია მთელი ღამე, ეტყვი და ისე გაბრაზდება მეშინია სახლიდან არ გაიქცეს და კიდევ მე ვთმობ, მივდივარ და ახალ თამაშს ვყიდულობ რომ ასე შემოვირიგო. დღესაც იმ პირობით რომ ახალ თამაშს ვუყიდდი ძლივს დავითანხმე აქ წამოსვლაზე და თქვენთან მოსვლაზე, ეგებ დაელაპარაკოთ და თქვენ მაინც დაგიგდოთ ყური
მამა სერაფიმემ ამოიხვნეშა
-თვითონვე  წაგიქეზებიათ  შვილი ურჩობისკენო ჩაილაპარაკა და უსიტყვოდ ანიშნა დაუძახეო
-ღმერთმა დაგლოცოს შვილო, აბა  გისმენ ჩემთვის რამის თქმა ხომ არ გინდა
-არაფრის, სახლში მინდა წასვლა, მაგრამ ახლა რომ წავიდე დედა ახალ თამაშს არ მიყიდის
-და ასეთი საინტერესოა ეგ შენი თამაშ?
-კი ძალიან, ბევრ ხალხს ხოცავ და ქულებს ასე აგროვებ, თან ძალიან რთულია
-გინდა მე გასწავლი ერთ ძალზედ საინტერესო და თან ძალიან რთულ თამაშს, არა თამაშს კიარა უფრო ალბათ ბრძოლაა, ფერისცვალება ქვია, თუ ამ ბრძოლაში გაიმარჯვენ შენ ფერს იცვლი
იოანე გაკვირვებული მიშტერებოდა ვერ მიმხვდარიყო რას გულისხმობდა, როგორ უნდა ეცვალა ფერი
-აბა რას იტყვი შეძლებ?! სათვალის ზემოდან ჩამოსცქეროდა და ბოლოს მრავალმნიშვნელოვნათ წარმოთქვა, -კარგი ჰო დავივიწყოთ ალბათ ვერ შეძლებ, თუ რამის თქმას არ აპირებ შეგიძლია წახვიდე აღარ მოგაცდენ
-არ წავალ, მინდა რომ მაგ ბრძოლაში მეც მივიღო მონაწილეობა
-ოჰოო ყოჩააღ!!! გაუღიმა მამა სერაფიმემ და მხარზე ხელი დაჰკრა
-რა უნდა გავაკეთო?
-ზუსტად ორმოცი დღე უნდა იცხოვრო ისე როგორც მე გასწავლი, თუ შეძლებ და ისე იცხოვრებ ამ ხნის განმავლობაში როგორც მე გასწავლი შენ გაიმარჯვებ და „ ფერს იცვლი“
-კარგიო. დაუფიქრებლად დათანხმდა იოანე აინტერესებდა როგორ უნდა ეცვალა ფერი, შეკითხვასაც ვერ ბედავდა არ უნდოდა თავისი მიუხვედრელობა გაემჟღავნებინა
-დავიწყოთ იქედან რომ ყოველ შაბათ-კვირას მოხვალ ტაძარში, რომ ახალი დავალებები მიიღო. ამ კვირის დავალება კი ასეთია, ტელეფონს და კომპიუტერს არ უნდა გაეკარო, თუ ვინმესთან ლაპარაკი მოგინდება ამისთვის მობილურს არ გამოიყენებ, მიხვალ მასთან და პირადად გაესაუბრები. ყოველ მომდევნო კვირას ახალ დავალებას დავამატებთ, შევთანხმდით?! თუ შენთვის რთულია შეგიძლია უარი თქვა გაგიგებ
- არა რა რთული, იხტიბარი არ გაიტეხა და თან ფიქრობდა როგორ უნდა გაეძლო მობილურის გარეშე.
მთელი კვირა ხან სად დაეხეტებოდა და ხან სად,ადგილს ვერ პოულობდა. თითქმის მთელი დღე ეზოში იყო და ცდილობდა ვინმე დამლაპარაკებელი ეშოვნა. სახლში დაბრუნებული ტელევიზორს ჩაუჯდებოდა და ხან რას უყურებდა ხან კიდევ რას, რამაც მასობრივი აზროვნება ჩამოუყალიბა, მისი გონება გაუაზრებლად იღებდა იმას რასაც ისმენდა
  -აბა როგორ ჩაიარა კვირამ, იმედია დავალება არ გერთულა
-სულაც არა, კვლავ არ ტყდებოდა
-ახლა მეორე დავალების დროა, ტელეფონთან და კომპიუტერთან ერთად ტელევიზორზე ყურებაც გეკრძალება ამ კვირაში
-კი მაგრამ...
-და კიდევ, იმ დროს რასაც ტელევიზორთან ატარებდი ჩავანაცვლებთ წიგნის კითხვით, ოღონდ საკითხავ მასალასაც თვითონ შეგირჩევ
კარგიო თავი დაუქნია, უკან დახევა არ უნდოდა
სახლში მისულმა დედას ის წიგნები სთხოვა რომლის წაკითხვაც  მამა სერაფიმემ სთხოვა, დედა გაოცებული უყურებდა და უკვირდა რა ემართებლდა იოანეს. დილით ადგებოდა თუ არა ისაუზმებდა და ეზოში ჩადიოდა, პირველ დღეებში სახლში გვიან საღამოს ბრუნდებოდა, ერთ საღამოსაც წიგნის კითხვა რომ დაიწყო ისე შემოათენდა ვერც კი გაიგო. მეორე დღეს ეზოდან ადრე შემოვიდა და კვლავ განაგრძო კითხვა, შაბათს ეკლესიაში მისულს ახალი დავალება არ მიუღია, თვითონ ვეღარ მოითმინა და მამაოს უზიარებდა თუ როგორი საინტერესო იყო წიგნი რომელიც ურჩია . კვირა დღეს მამაომ სთხოვა წირვის შემდეგ შესაწირის ხალხისთვის დარიგებაში დახმარებოდა, მანაც უსიტყვოდ გაჰყვა და პროდუქტს ხან ერთ სახლში მიარბენინებდა ხან მეორეში, ზოგან ისეთი გაჭირვებულები ცხოვრობდნენ, ისეთი მშივრები მათ დანახვაზე თვალები უბრწყინდებოდათ და იოანეს გულში იკრავდნენ.
-ეს ბოლო სახლია, თქვა მამა სერაფიმემ და პატარა ქოხზე ანიშნა აქა-იქ ამძრალი სახურავით, ეზოში მოხუცი კაცი ძლივსძლიობით დააბოტებდა და ფიჩხს აგროვდა აკანკალებული ხელებით, პროდუქტი შეუტანეს, მოხუცს ციოდა და ცდილობდა ღუმელი დაენთო, მამა სერაფიმემ იქვე ეზოში დაგდებული მორი დაუჩეხა და ღუმელი დაუნთო, მოხუცი ორივეს ლოცავდა და თვალზე მომდგარ ცრემლებს ორივე მკლავით იწმენდდა.
-ღმერთმა დაგლოცოს, დღეს უამრავი ადამიანი გაახარე, შეგიძლია წახვიდე და დაისვენო, ალბათ ძალიან დაიღალე
-ნახვამდის მამა სერაფიმე, პირველად გაიღიმა იოანემ და მამაოს დაემშვიდობა.
სახლში მისულს ღიმილი სახეზე არ შორდებოდა, იხსენებდა როგორ უხაროდათ ხალხს მათი დანახვა. ძილბურანში წასულს ახლაღა გაახსენდა რომ მამა სერაფიმეს მისთვის დავალების მიცემა დაავიწყდა, ხვალ მივალ და გავიგებ ამ კვირაში რაუნდა გავაკეთოო გადაწყვიტა და სასიამოვნოდ დაღლილს ტკბილად ჩაეძინა.
  დილით ადრე გაღვიძებულმა სახლში ვეღარ მოისვენა და ტაძრისკენ გასწია, მისულს მამა სერაფიმე არ დაუხვდა, მთაში წასულიყო მონასტრის მოსალოცად და მომდევნო კვირამდე ვერ ნახავდა. უკანა გზაზე მოხუცის სახლს ჩაუარა, წინა ღამით ღუმელი რომ დაუნთეს, იქვე გზად ტყეში შეირბინა და ფიჩხები მოაგროვა, იქვე დაგდებული პატარა ძაფით შეკრა და მოხუცს სახლში მიუტანა, მთელი ის დრო რაც ღუმელს უნთებდა მოხუცი ლოცავდა და ბედნიერ მომავალს უსურვებდა, წამოსვლისას კართან მისულს გამოსძახა
-შვილო თუ შეგიძლია ერთი წუთით აქ მოდიო
-გისმენთ ბაბუა, რით დაგეხმაროთ, უმალ მივარდა იოანეც
-შვილო ემანდ თაროზე ნახე წიგნი უნდა იდოს და მომაწოდე
იოანემ წიგნი ჩამოიღო და დააცქერდა, მოოქროვილი ზედაპირი ჰქონდა და ორნამენტებით იყო გაწყობილი, ოქროსვე ასოებით ეწერა „ სახარება“.
- თვალი აღარ მიჭრის ბაბუა, აღარ შემიძლია კითხვა, არადა სული მთხოვს ბაბუა რომ ვიკითხო
ხმამ იოანე გამოარკვია, წიგნს თვალი მოწყვიტა და მოხუცს გაუწოდა, მანაც მზრუნველად გადაუსვა ყდაზე ხელი და ბიჭს უკანვე გაუწოდა
-შეგიძლია ერთი თავი წამიკითხო?
-იოანე იქვე საწოლთან იდგა და სახარებას უკითხავდა. ერთი თავი წაიკითხა და გაჩერდა. თუ გინდათ კიდევ...
-არა შვილო დღეს კმარა, რომ იცოდე როგორი შვება მოჰგვარე ჩემს სულს... თუ არ დამზარდები ხვალაც შემომიარე და ცოტა კიდევ წამიკითხე
-აუცილებლადო, შეპირდა მოხუცს და სახლისკენ გასწია. მთელი კვირის განმავლობაში მიდიოდა მოხუცთან და სახარებას უკითხავდა, ისიც ისე სულგანაბული ისმენდა...
  როგორც იქნა შაბათი დღე დადგა და ტაძარში მისულს მამა სერაფიმე დაუხვდა
-მამაო იცით ამ კვირაში დავალების მოცემა დაგავიწყდათ, ამიტომ თქვენი ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წიგნი ვითხოვე
- კარგიაო, გაუღიმა
-ახლა რა უნდა გავაკეთო?
-ახლა სხვებს უნდა დავეხმაროთ, ჩვენ ერთად
-პროდუქტები უნდა მივუტანოთ? იცით იმ ხალხიდან წინა კვირას რომ დავეხმარეთ რამდენიმე ქუჩაში შემხვდა და ისევ მეხვეოდნენ და მადლობას მიხდიდნენ
-არა ამჯერად სხვაგვარად უნდა დავეხმაროთ. უფრო სწორედ შენ უნდა დაეხმარო
-მე? მე როგორ
-როგორ და თუ  დაინახავ ვინმეს ჩაგრავენ შენ უნდა დაეხმარო მას, ოღონდ ძალის უხეშად გამოყენება გეკრძალება
-კარგი ვეცდები.
სახლისკენ მიმავალ გზაზე კუთხეში მდგარ სკამზე ჩამოჯდა და უყურებდა როგორ იჯდა ქუჩაში ბრმა ბავშვი დედასთან ერთად და მოწყალებას ითხოვდა, იქვე ახლოს პატარა ქუდი ედოთ რომელშიც გამვლელები ხურდებს უყრიდნენ. თვალს არ აშორებდა იოანე დედა-შვილს. უცებ დედა წამოდგა და სადღაც გავიდა, ბიჭი ისევ ძირს იჯდა და ხელებს აქეთ იქეთ აცეცებდა. გვერდით ორმა ზორბა ტანის ბიჭმა ჩამოიარა ბიჭს ფეხი ჰკრეს, ქუდიდან ხურდები გადმოაპირქვავეს მუჭში ჩაიყარეს და გზა განაგრძეს, ბიჭი ყვირილს მოჰყვა და დედას საშველად ეძახდა, ყვირილზე ზორბა ტანის ბიჭები სირბილით გაიჭრნენ წინ, იოანე მსწრაფლ წამოვარდა ფეხზე და მათ დაედევნა, ბევრი სდია თუმცა უშედეგოდ. ბოლოს სირბილითვე მობრუნდა უკან გზაში თან ჯიბეს ისინჯავდა, ფულს ამოწმებდა ხომ თან მაქვსო.
  უკან დაბრუნებულს ისევ ბრმა ბიჭის ყვირილი ჩაესმოდა ყურში რომელიც ადგილიდან არ იძვროდა და დედას გასძახოდა. იოანე ახლოს მივიდა, ჯიბიდან მთელი მუჭა საკუთარი ფული ამოიღო და ქუდში ჩასაყარად მოიღუნა, თვითონვე უკვირდა ამას რომ აკეთებდა აქამდე არასდროს უცდია ვინმეს დახმარებოდა, ბიჭი კვლავ თავზე დასჩხაოდა გამწარებული. ზუსტად იმ დროს ხურდების ჩაყრას რომ აპირებდა იოანე ბიჭის დედა მივარდა და ხელები დაუშინა, იოანემ სწრაფად ჩაყარა ხურდები ქუდში და წამოიმართა
-რას აკეთებთ, მე, მე... ყველაფერი არასწორად გაიგეთ
-არა გრცხვენია, ბრმა ბავშვს ფულს როგორ ჰპარავ, ასეთი ვინ გაგზარდა ნუთუ სულ არ გაქვს ნამუსი
ქალბატონო თქვენ არასწორად გაიგეთ...
ქალი კი კვლავ არ აცდიდა ახსნას, ბოლოს ქუდს და შვილის ხელს დასწვდა და ნაჩქარევად ასიოდე მეტრის დაშორებით გადაინაცვლა
იოანე ვერ გარკვეულიყო, ერთდროულად ნაწყენიც იყო და გაბრაზებულიც, ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა უკან და ტაძრიდან გამომავალ მამა სერაფიმეს საყვედურით მივარდა
-არა მამაო თქვენთვის არ უნდა დამეჯერებინა სისულელეა ეს ყველაფერი და მეტი არაფერი
- რა მოხდა, როგორც ყოველთვის მშვიდი ხმით იკითხა მამა სერაფიმემ
-რა მოხდა? რა მოხდა და მე სიკეთე გავუკეთე მათ კიდევ ქურდად შემრაცხეს, გაუჩერებლად ლაპარაკობდა და ყვებოდა იმ ამბავს რაც ახლახანს შეემთხვა, მამაო კვლავ მშვიდი ღიმილნარევი სახით შესცქეროდა და უსმენდა
-მთავარია ღმერთმა იცის სიმართლე.
-თუ იცის მაშინ იმ ქალსაც რატომ არ გააგებინა
-იმიტომ რომ შენ გესწავლა
-რა უნდა მესწავლა?
- რა და ის რომ სანამ შენი თვალით არ ნახავ მანამ ნუ დასდებ კაცს ბრალს, მაგრამ.ამასთან ესეც უნდა იცოდე რომ ხშირად რასაც ნახავ იმასაც კი არუნდა დაუჯერო არამცთუ იმას რასაც ვერ ხედავ. ყველაფერი რასაც ხედავ და ისმენ სიმართლე ვერ იქნება, ამას თანდათან ისწავლი, თვალიც ხშირად იტყუება შვილო
-აღარ მინდა სიკეთეს აღარ გავაკეთებ, თქვა ანგარიშმიუცემლად და სწრაფი ნაბიჯებით გასწია მოხუცისკენ რომლისთვისაც ღუმელი უნდა დაენთო და სახარება წაეკითხა.   
მამა სერაფიმე უყურებდა მოხუცის სახლისკენ მიმავალ იოანეს და იღიმოდა, -შვილო ჩემო, შენ შეიძლება მთელი შენი ცოდვები შეინამო მაგრამ სიკეთის ქმნას ვეღარ მოეშვები, რამეთუ შეიგრძენი მისი მადლი და სიმშვიდე სულიერი.
 
                                        *      *      *
-მამაო წიგნები მოგიტანეთ, შეგიძლიათ რამდენიმე კიდევ მათხოვოთ?!
-რათქმაუნდა, მიდი და თვითონვე აარჩიე რომელიც გინდა
-დღეს  მოხუცთა თავშესაფარში მივდივართ?! მონასტერში კიდევ როდის წავალთ?! ბავშვებს წიგნებს დღესაც წავუკითხავთ?!
-მამა სერაფიმეს გაეღიმა
-გახსოვს ორი კვირის წინ რა დღე იყო?!/
-იმას გულისხმობთ, მოხუცს მთელი მანქანა შეშა რომ მივუტანეთ და დავუჩეხეთ?!
-ზუსტად ორი კვირის წინ შენი ბრძოლა დასრულდა, დღეს კი ჩემს წინ გამარჯვებული იოანე დგას
-როგორ, ორმოცი დღე უკვე გავიდა?!/
-თან ისე ვერც კი შენიშნე
- კი მაგრამ გამარჯვება რა შუაშია, რაში გამოიხატა ჩემი გამარჯვება?!/
-რაში და იმაში რომ ფერი იცვალა შენმა სულმა, შენ გახდი იმაზე უკეთესი ვიდრე იყავი, და ეს შენი უკეთესობა აქციე ყოველდღიურობად. სულაც არ გევალებოდა წინა კვირას, არც დღეს რომ მოსულიყავი აქ და გემსახურა მაგრამ  შენი შეცვლილი ბუნება გთხოს ამას, გთხოვს რომ იყო იკეთესი, აკეთო სიკეთე, ახარო ყველა და ამით იხარო თვითონვე. 
  მომდევნო კვირას, ტაძრიდან პირდაპირ მოხუცის ქოხისკენ გასწია. მისულს ეზოში უჩვეულოდ ბევრი ხალხი დახვდა, მაშინვე სახლში შევიდა და მოხუცი უსულოდ დასვენებული დაუხვდა. იქვე მჯდომი მეზობელი ხშირად რომ ხვდებოდა აქ მოსულს და ხშირად მას და მოხუცს ცხელი ჩაით  უმასპინძლდებოდა წამოიმართა, თაროზე დადებული სახარება ჩამოიღო, იოანეს გადაეხვია და წიგნი გაუწოდა
-დამიბარა შენთვის მომეცა.
  სახლში დაბრუნებულს უჩვეულო სევდა აწვა გულზე,  წიგნი გაშალა, სანიშნი იმ ადგილას იყო ჩადებული სადაც მაცხოვრისა და მისი სამი მოწაფის თაბორის მთაზე ასვლა და მაცხოვრის ფერისცვალება იყო აღწერილი. კითხულობდა და ხვდებოდა რომ მოხუცმა და მამა სერაფიმემ ღვთის სიტყვით  დაუდეს საფუძველი მის ფერისცვალებას და აჩვენეს მას თუ რა იყო ჭეშმარიტი ბედნიერება. ეხმარებოდე ხალხს და ამით ხარობდე, მსახურებდე ღმერთს და ამით კვებავდე სულს.
და ბრძოლა დასრულდა იოანეს ფერისცვალებით...
თუმცაღა ბრძოლა მაინც გრძელდება, მანამ სანამ ყოველი კაცი ქვეყანაზე არ იცვლის ფერს უკეთესობისკენ ❤️
იოანე კი ასწავლიდ ყველას რომ  ყოველი მათი ცოდვა ძირბუდიანად მოესპოთ მისთვის კეთილი საქმის დაპირისპირებით, რამეთუ ცოდვას  კეთილის ქმნაზე უკეთ ვერცერთი საქმე ვერ ამოძირკვავს.

„ბრძენთან მოარული, დაბრძენდებაო.“ (სოლომონ ბრძენი)
                                           
                                                  ნინო ბერიძე

 
<

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები