ნაწარმოებები



ავტორი: ნინო ბერიძე19
ჟანრი: პროზა
29 მარტი, 2021


გიორგობა

-გიორგი შვილო, ემანდ წისქვილში გამეგზავნე ბებო გენაცვალოს სიმინდი დავუტოვე გუშინ და წამოსაღებია, სანამ ჩამოღამდება უნდა მოვასწრო გამოტანა, მე რომ წავჩანჩალდე ჩემი ფეხების ამბავი ხომ ვიცი საღამომდე ვერ ჩავაღწევ, შენ კიდევ ახალგაზრდა ხარ უცებ ჩაირბენ
-ახლავე მარო ბებო, შემოსძახა გიორგიმ და სირბილით ჩაუყვა დაღმართს.
წისქვილი სოფლის ბოლოს მდინარის პირას იყო, პატარა ხის შენობა აეშენებინა მოხუც ისიდორეს და დღესა და ღამეს იქ ათენებდა და აღამებდა. მიმხედველი არავინ ჰყავდა, ერთადერთ შემოსავლად და მარჩენლად წისქვილი ჰქონდა და იმასაც თვითონ არ სარგებლობდა, მომსვლელთ კაპიკს არ გამორჩებოდა, რად მინდა ბაბუ მე ფული ე მაგ  ფქვილით მჭადს რომ გამოაცხობ ერთი ნაჭერი მახვედრე თუ იქნება, თუ არადა ეგეც არაფერიო.
-ისიდორე ბაბუა, კარზე უკაკუნებდა გიორგი და თან ეძახდა
-ოჰ გიორგი მოსულა, გამარჯობა შვილო, მაიტა აბა სიმინდი დაგიფქვიო, -შეეგება მოხუცი
-არა ისიდორე ბაბუა, მარო ბებოს გამოვეგზავნე ფქვილი უნდა ავუტანო
-ახლა ვაფრქვევდი ქალბატონი მაროს სიმინდს, შემოდი მანამდე ჩამოჯექი შვილო, თან ცოტას დაგელაპარაკები, თორემ ხმის გამცემსაც ვეღარ ვპოულობ,  თუ მოვა ვინმე დამიტოვებს სიმინდს და წამში აორთქლდება, ყველას თავის საქმეზე ეჩქარება არ გაიმტყუნებიან,  ვიღას ცალია მოხუცი ისიდორესთვის.
გიორგი შევიდა ხის ქოხში და წისქვილის წინ ჩამოჯდა. სიმინდი ნელ-ნელა იფქვეოდა, ბევრიც აღარ იყო დარჩენილი
-თუ რამე გაგიჭირდეს ან დაგჭირდეს მე დამიძახე ისიდორე ბაბუა, ყველაფერში დაგეხმარები
-გაიხარე შვილო. არაფერს ვუჩივი, ღმერთის მადლობელი ვარ , ისაა ჩემი მამა და მარჩენალი, თუ გამიჭირდა მასა ვთხოვ დახმარებას და ისიც არ დააყოვნებს, მთავარია გულით თხოვო და შენი თხოვნა კეთილი იყოს. რწმენა ბევრს ნიშნავს შვილო.  კაცი მაშინაა კაცად საქები  როცა ღმერთი სწამს, ურწმუნო კაცი მტრისას, არც თავს მოუტანს სარგებელს და არც სხვასა. 
უცებ გარედან კივილის ხმა მოისმა, ისიდორე და გიორგი გარეთ გავარდნენ.  ლადოს პატარა გოგოს იოანას ფეხზე გველი შემოხვეოდა ბავშვი იდგა და გამწარებული ყვიროდა
-მოიცა შვილო ადგილიდან არ დაიძრა, გპირდები გიშველი - ამშვიდებდა იქვე მდგომი ლადო. კაცი არც ძალას უჩიოდა და არც სიმამაცეს მაგრამ გველთან მიახლოებად მაინც ვერ ბედავდა, რაც უფრო უახლოვდებოდა შვილს, გველი მით უფრო მჭიდროდ ეხვეოდა გოგონას.
-სად გამორბიხარ, ბიჭო ახლოს არ მოხვიდე შენც რამე არ  გავნოს -შემოუყვირა აღელვებულმა ლადომ გოგონასკენ გაქცეულ გიორგის, რომელსაც მოზრდილიქვა ჩაებღუჯა ხელში. გიორგის დანახვაზე გველმა გოგონას თავი მიანება და ენის სისინით  გიორგისკენ გამოსრიალდა, გიორგი ერთ ადგილას გაშეშდა და უშიშრად ელოდა როდის მიაღწევდა გველი მისამდე, მიუახლოვდა და საკბენად გაიწია, ბიჭმა ხელში ჩაბღუჯული ქვა მოუქნია და პირდაპირ თავში მოახვედრა, იმანაც თავი ძირს დასცა, გიორგიმ დრო იხელთა და იქვე დაგდებული ლოდით თავი გაუჩეჩქვა.
-ეს ვინა გვყოლიხარ და არ გვცოდნია-გაოცებით შეაქო ისიდორემ
-კიმაგრამ ასეთი სიმამაცე საიდან ამ თითისოდენა ბალღსა -გაიოცა ლადომაც და თან შეშინებულ შვილს გულში იკრავდა და ამშვიდებდა
გიორგიმ ნაცვლად გამედიდურებისა დაიმორცხვა,
ლადო მადლობას უხდიდა შვილის გადარჩენითვის და ხოტბას ასხამდა.
,-მადლობას მე ნუ მიხდით , ღმერთს გადაუხადეთ სწორედ მან გადაგირჩინათ შვილიო, თქვა გიორგიმ და წისქვილში შებრუნდა, -გიჟია ეს ვიღაცააო ჩაილაპარაკა ლადომ და სახლის გზას დაადგა.

    -კიმაგრამ როგორ შეძელი?! იმოდენა იყო ლადომაც კი ვერ შეჰბედა ახლოს მიკარება. ჩაეკითხა წისქვილზე მაცქერალ გიორგის
-ხომ ვთქვი ისიდორე ბაბუა, მე არაფერი გამიკეთებია, ეს ღმერთმა შემაძლებინა
-კიმაგრამ ეგ როგორ?
-ადრე მარო ბებომ მიამბო წმინდა გიორგის შესახებ თუ როგორ შეძლო გველეშაპის დამარცხება ღვთის შეწევნით და მისი რწმენით, წაღან  როცა ის გველი დავინახე, რატომღაც ის ამბავი გამახსენდა, ამას თან დაემატა თქვენი სიტყვებიც, რომ მთავარია გწამდეს და ღმერთი დაგეხმარება კეთილი საქმის შესრულებაში, მეც მთელი გულით შევთხოვე , შევთხოვე და წყალობამაც არ დააყოვნა. მთავარი მართლა რწმენაა ბაბუა, რწმენა რომელიც ყოველგვარ ფიზიკურ სიძლიერეს აღემატება.

  ამასობაში წისქვილმა მუშაობა დაამთავრა და გიორგიც აუყვა სოფლის აღმართს.
  მეორე დღეს მთელს სოფელს გაეგო წინა დღით მომხდარის შესახებ.

                                                          ნინო ბერიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები