ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2021


თარიღები

წელიწადები გაივლიან,
შემოდგომები გაილევა.
და ჩვენ კი არსად არ ვიქნებით.
გადაირევიან ამინდები.
წვიმებს გადარევას ვინ დაასწრებს.

თეთრი ღამეების იმპერია
სანამ დაინგრევა ვიბაასოთ.
მოგონებები ირღვევიან,
იმპერიებიც ირღვევიან,
აღარ თენდება გასაკვირად.

მოჩანს მდინარის განაპირა,
ჰორები მთების შორიახლო.
ადიდებულა ამასწინათ
შეხედე, ახლაც ფორიაქობს.
საზღვრებში ვერვის ვერ მოაქცევ.

იმდენი სათქმელი დამიტოვე.
საქმენი - როგორაც ბარიტონი,
შენს სათქმელს ჰყვირიან , დამიჯერე,
ჩემი კი ვერაფრით ვერ ამოვთქვი.
თუმცა კი არც გინდა გაიგონო.

აკიდი შეერწყა გალათეას,
დამთავრდა ეს დიდი მარათონი.
ჩვენ შორის პატარა ქალაქია,
სადაც სულ წარსულზე კამათობენ.
დრო არის საწამლედ გაჩენილი.

ვერაფერს უშველი მონატრებას,
დღედაღამ ცდილობ და დაასკვენი.
და ჩემზე მავანთა მონათხრობი
მეორე ყურიდან გაასვენე.
როგორი მყუდროა ერთგულება.

დადიხარ უღმერთოდ უმეცარი
ფეხებში ედები პეიზაჟებს,
მერცხლების წინა წლის ბუდესავით
ჩამოშლილ ფიქრებში შეიმალე
და კიდევ ცოტა ხანს გაუძელი.


მანამდე ეს წლებიც გაივლიან,
და ჩვენ კი არსად არ ვიქნებით.
წარსული როგორ გაილია,
როგორ ქრებიან თარიღები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები