.ჰგავს დედამიწა ჭაობებში გარჩენილ ყანჩას. ლაქაშებიდან ყლაპავს უხმოდ,ამინდებს ყვითლებს. იანვარია, მაგრამ, თოვლი ჯერ კიდევ, არ ჩანს. ცოტაღა დარჩა ..ეს ზამთარიც დიდი ხნით მითვლემს. ცოტაც და, წახვალ ,კარს გახურავ, ცრემლები იშვებს, . გათენებამდე, ნეტა, ერთხელ, მაინც გათოვდეს, ძნელია,როცა შემატოვებ, ასე, სიშიშვლეს როცა ქარები გამტაცებენ დაფარულ ცოდვებს. არადა, ვიცი რამდენ სონეტს წამიკითხავდი, მოფრინდებოდნენ სარკმელებთან მოლაღურები გამექცეოდა მკლავებიდან სიკვდილის ლანდი, და თოვლის ქულებს მხარს პლედივით მომახურებდი. აედევნება იანვარი , თებერვალს დარდით, უთოვლო სონეტს გალანტურად გაუფენს ფერხთით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჩემთან დღესაც თოვდა. მიყვარს თოვლი. ჩემთან დღესაც თოვდა. მიყვარს თოვლი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|