ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2021


სწრაფი ცხოვრება



ერთხელ ძალიან სწრაფად ვიცხოვრე.
დრო ჩამესმოდა ძახილივით.
მაშინ ხის ქერქები დაფრინავდნენ ქარიან საღამოს,
უსაფრთხო ელექტრო მავთულებში
ყვავებივით ირწეოდნენ
და ღუმელიდან გამობერტყილი
ჭვარტლით შენიღბულ თითებს შორის
მოქცეული მთელი სამყარო,
საკუთარ სიბნელეს მინაწილებდა ბოლო ლუკმასავით.
ზუსტი ბავშვობა მქონდა.
ქუნელას სუნში გახვეული სიზმრებითა და
ბაბოს ტაფაზე გამომცხვარი ჭიმურის ფერი ოცნებებით გადატვირთული;
ახლა კი აქედან მიწასავით ვაყრი დაძლეულ დღეებს,
რაც უფრო მეტი მონდომებით ვაკეთებ ამას,
მით მეტჯერ მიწევს იმ ადგილის გადმოჩოჩება ახლოს ჩემამდე,
რომელიც სხვა დროს გაურიგდა
და ვეღარ მირეკლავს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები