ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნიიც
ჟანრი: საბავშვო
12 თებერვალი, 2021


2020

      როდესაც წრიპამ თავისი სოროდან გამოიხედა სწორედ მაშინ ჩამოჰკრა საათის ისრებმა 12-ჯერ და ერთი აურზაური ატყდა ოჯახში, ყველანი მხიარულად დაფუსფუსებდნენ,ბავშვები დარბოდნენ, მღეროდნენ, ფეიერვერკების და მაშხალების ხმა კი ცას აზანზარებდა და ანათებდა, აი ასე შემობრძანდა 2020 დედამიწაზე,,, წრიპა ამ სანახაობამ ძალიან გააკვირვა რადგან ეს მისთვის პირველი ახალი წელი იყო და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო... იჭყიტებოდა სოროდან და უცებ ყველაზე უცნაური რამ შეამჩნია, ოთახში ბევრი მისნაირი და მისგან განსხვავებული არსებები დარბოდნენ, ბავშვებს ის ხელშიც აჰყავდათ, კოცნიდნენ და უფრო მეტიც გულშიდაც იხუტებდნენ, საჩუქრების უმრავლესობას სწორედ მისნაირი არსებები შეადგენდნენ.
  წრიპას კარგად ახსოვდა დედის დარიგება:- ადამიანებთან ახლოს არ მიხვიდე, მათ ჩვენ არ ვუყვარვართ და მოგკლავენო, მაშინ რა იყო ეს არსებები? Eეს არსებები მართლაც პატარა თაგვები იყო ოღონდ სა|თამაშო და ასე სათამაშოს სიყვარულში ეგებებოდნენ ვირთხის წელს, თუმცა ეს არ იცოდა წრიპამ და სოროდან გამოცუნცულდა, სათამაშო თაგვებში შეერია და მოჰყვა ოთახში სირბილს, ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ პატარა ბიჭუნამ შემთხვევით ხელი არ წაავლო და მისმა კივილმა მთელი სახლი  არ შესძრა,საბრალო წრიპა კედელს შეანარცხეს და აქანდაზს დაუწყეს ძებნა რათა თავი გაეჭყლიტათ მისთვის, წუთით ყველას დაავიწყდა თაგვის  თუ ვირთხის წელი რომ შემოდიოდა.
-მართლა როგორი ბოროტები ყოფილან ადამიანები,-ფიქრობდა სოროსკენ მიმავალი თაგუნა -ჩემო მფარველო გახადე ისინი ჩვენნაირები.
  ასეთი გახლდათ ადამიანის მოდგმაზე განაწყენებული პატარა თაგუნას პირველი სურვილი თაგვის წელში….
  Aამ სურვილმა თავდაყირა დააყენა სამყარო, უცნაური ვირუსი მოედო მსოფლიოს, ადამიანები მართლა თაგვებს დაემსგავსნენ, ყველანი თავის სოროებში თუ სახლებში ჩაიკეტნენ, ადამიანებს ადამიანების დანახვის ეშინიათ, ერთმანეთს გაურბიან, მხოლოდ ღრღნიან საკვებს,,, სიყვარულის და მხიარულების ნაცვლად სამყაროში შიშმა და სევდამ დაისადგურა...  ერთი პატარა თაგვის ნატვრამ ყველაფერი არია, წრიპა ბოროტი არ იყო, ამიტომ ის დღეს ჩვენთან ერთად განიცდის რაც ხდება,,,, მის სურვილს ძალა მხოლოდ ახალი წლის დადგომის შემდეგ გაუვა, როცა ვირთხის წელი დასრულდება, მანამადე კი ვისწავლოთ რომ, სამყარო მარტო ადამიანებს არ გვეკუთვნის,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები