ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2021


ჩიტის ჭიკჭიკს მიჰყოლია ფიქრი...

ჩიტის ჭიკჭიკს მიჰყოლია ფიქრი,
(რა ლამაზი ბგერებია მასში)
ეს ბგერები მე განწყობას მიქმნის,
ეს ბგერები ჩემში თითქოს დარდს შლის.

მოდი, ჩიტო!
გამაგონე კვლავ ხმა.
შენით სავსე ჩემი ფიქრი ნახე.
და ღიმილად
(დარდის მძიმე ლახვრად)
მომივლინე შენი ნაზი სახე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები