ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დიტშუკა
ჟანრი: პროზა
16 თებერვალი, 2021


დროის მძევალი - თავი 1: გაცნობა.

თავი პირველი - გაცნობა

ღრუბლიანი ამინდი იყო ქალაქ ნიუ-იორკში. მზე მიფარებული იყო ღრუბლებით. საღამო ახლოვდებოდა. ქალაქის ქუჩები ივსებოდა მანქანებით, რომელთა პატრონები მიდიოდნენ თავიანთ სახლებში, ბარებსა ან მეგობრებთან. ერთ-ერთ მანქანაში ცენტრალურ პარკის ქუჩაზე იჯდა საშუალო წლის კაცი ძაღლთან ერთად, სახელად მაქსი.  კაცს კი ერქვა ალექსი. იგი იყო უბრალო ოფისის მუშაკი ერთ-ერთ ცათამბჯენში, საქმიან რაიონში. ის თავის დღეს ატარებდა უბრალოდ: დილით საუზმობდა და ემზადებოდა სამუშაოსკენ, საღამოთი ბრუნდებოდა სამუშაოდან, ჩართავდა ტელევიზორს და სადღაც 23:00-სკენ იძინებდა. შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად ხან ბარებში მიდიოდნენ, ხან ბოულინგზე, ხან სპორტს უყურებდნენ ერთად. შეიძლება ითქვას, რომ მისი ცხოვრება არაფრით არ გამოირჩეოდა ბეტონის ჯუნგლებში მყოფ ადამიანებისგან.  მას მხოლოდ ერთი რამე აწუხებდა, რაც ყველა მაღალ ასაკში ფიქრდება. მას არ ჰყავდა ცოლი ან თუნდაც შეყვარებული.

მხოლოდ ერთი იყო ოფისის ქვედა სართულზე, რომლის განცობა უნდოდა, მაგრამ სულ გამბედაობა აკლდა და ვერ აკეთებდა პირველ ნაბიჯს რაღაც დღემდე. ზუსტად მაგ დღეს, 23 თებერვალს, მან სცადა გაიცნოს ეგ გოგო და პირველი, რაც უთხრა იყო:

-        გამარჯობა, მე ზედა სართულზე ვმუშაობ და ხანდახან აქ ჩამოვდივარ ფურცლების მისატანად. სულ თქვენ გხედავთ და მავიწყდებოდა თქვენი გაცნობა. ჩემი სახელია ალექსი, - თქვა მან და ხელი გაუწია.

-        სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, - ხელი ჩამოართვა და განაგრძო, - მე ახლა სასწრაფო საქმე მაქვს და ორ საათში მეცლება.

-        ოჰ, კარგი. არ შეგიშლით ხელს, - თქვა და შერცხვა, თავზე მოიფხანა და მიუბრუნდა თავის საქმეებისკენ.

მას უნდოდა, რომ პირველი შთაბეჭდილება კარგად მოეხდინა და აღმოჩნდა, რომ ცუდი დრო აურჩევია ამისათვის. თუმცა შეუძლია ყველაფერი გაასწოროს ორ საათში, როდესაც საუზმის დროა და იქ უფრო მეტად გაიცნობს მაგ გოგოს.  გავიდა ორი საათი, ალექსი ჩავიდა ქვედა სართულზე, გოგო არ იყო თავის ადგილას. „ალბათ კაფეში იქნება“ - ჩაიფიქრა მან, შევიდა ვერცხლისფერ ლიფტში და დააჭირა მეორე სართულს, სადაც კაფე იყო განლაგებული. როდესაც ლიფტის კარები გაიღო და იქით-აქეთ გამოიხედა, მაინც ვერ იპოვა. იფიქრა, რომ ეკითხა კოლეგებს, თუ სად წავიდა, მაგრამ ჭორები გავრცელდებოდა და უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. ამიტომაც, ის უკან დაბრუნდა იმ გოგოს სამუშაო ადგილას და საეჭვო, რომ არ ყოფილიყო თითქოს იქექება მის მაგიდაზე, გვერდით ნელა გაიარა და ერთ-ერთ ჟურნალი იყო ბოტანიკაზე. „ჰმმ...შეიძლება ყვავილი ქოთანში ვაჩუქო?“ - ჩაიფიქრა მან და დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილს.

                გავიდა რამდენიმე დღე. როდესაც ალექსი ჩადიოდა ქვედა სართულზე, მაგ გოგოს ვეღარ პოულობდა. ერთხელ მის კოლეგებს ჰკითხა:

-        უკაცრავად, ხანდახან ქვედა სართულზე ჩამოვდივარ და სულ თქვენს გვერდით გავდიოდი და მაგ გოგოსაც ვნახულობდი, რომელიც აი იქ იჯდა. აღარ მუშაობს თქვენთან?

-        ნატალიაზე ამბობთ? ჰო, რაღაც ამ დღეებში სამუშაოზე არ მოდის, - თქვა ერთმა და მეორემ განაგრძო, - ალბათ, რაღაც პრობლემები გაუჩნდა ოჯახში. ჩვენ კი გვინდოდა, რომ რაღაცით დაგვეხმარა თუ რამე პრობლემა აქვს, მაგრამ ტელეფონს არ ღებულობდა. და თქვენ ვინ ბრძანდებით?

-        აჰ მე...სტეპლერი მათხოვა ერთხელ და დაბრუნება მინდოდა.

-        ნუ რა ვიცი, რა გითხრათ. თუ დაბრუნდება, შევატყობინებთ, რომ თქვენ იყავით.

-        არა, არ გინდათ. მეთვითონ მოვაგვარებ ყველაფერს. ბოდიშით, შეწუხებისთვის.

„სტეპლერი?? რა სისულელე მოვიფიქრე, ალბათ ახლა იცინიან, მაგრამ რაღაცა გავარკვიე“ - ჩაიფიქრა მან და დაუბრუნდა სამუშაო ადგილს.

                ახლა ალექსი იცის, რომ გოგოს ჰქვია ნატალია და იმის მერე, რაც გაიცნო, აღარ დაბრუნებულა სამუშაოსკენ. ეს ბევრი მოსაზრება გაუჩინა, მაგრამ ყველა იყო აბსურდული და იმ მოსაზრებას დაეთანხმა, რომ პირადი პრობლემები გაუჩნდა. ფიქრობდა ასე, სანამ პარკში, როდესაც ასეირნებდა ძაღლს, არ შეხვდა ნატალის. ჯერ ეგონა, რომ ეგ უბრალოდ ჰგავდა მას, მაგრამ როცა მიუახლოვდა, ნამდვილად ეგ იყო.  

                ის იჯდა სკამზე და მისი მზერა ჰქონდა ქვემოთ მიმართული. ალექსი მივიდა ახლოს და უთხრა:

-        გამარჯობა, - თქვა და გოგოს მზერა აიწია ზემოთ და შეხედა მას.

-        გამარჯობა, - სევდიანი ხმით უპასუხა მას.

-        ხომ მიცნობთ მე? - უხერხული ხმით თქვა მან.

-        კი, კი, ზემო სართულზე, რომ მუშაობთ. არ ვიცოდი, რომ აქ გნახავდით.

-        თქვენ რაღაც პრობლემა გაქვთ? თქვენმა კოლეგებმა ასე მითხრეს და აინტერესებთ, რატომ აღარ დადიხართ სამუშაოზე.

-        ჩემი ძმა მოკვდა... მთვრალმა მძღოლმა მის მანქანას შეეჯახა... ექიმები სცდილობდნენ, რომ გადაერჩინათ, მაგრამ ბევრი ტრამვა ჰქონდა მიღებული და...

-        ვწუხვარ, რომ ასე მოუვიდა თქვენს ძმას.

-        მადლობა. თქვენ რაღაცის თქმა გინდოდათ მაშინ? ბოდიშით, რომ არ მეცალა.

-        არაფერი უბრალოდ...თქვენი გაცნობა მინდოდა და ეს ამბავი რომ გავიგე, არ ვიცი რა გითხრათ...დაკარგო ახლო ადამიანი, ყოველთვის რთულია... თქვენი ოჯახი რას ამბობს ამაზე?

-        იმ კაცის პოვნა უნდათ.

-        ანუ დაჯახებისგან ის გადარჩა?

-        ჰო ალბათ, რადგან პოლიციელები შეისწავლეს ინციდენტის ადგილი, მხოლოდ ჩემი ძმა იპოვეს, ხოლო ის, რომ გითხარით, ნასვამი იყო, ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრება იყო. თუ ეგ ადამიანი ნამდვილად გადარჩა და დაიჭერენ, უნდა ციხეში იჯდეს სიცოცხლის ბოლომდე, - წამოთქვა გაბრაზებული ხმით.

-        მე შემიძლია, რაღაცით დაგეხმაროთ?

-        ეს თქვენი ძაღლია?

-        ოჰ...კი.

-        ძმასაც ჰყავდა ძაღლი, ახლა ჩემთან გადავიყვანე და აინტერესებს, სად გაქრა მისი პატრონი...დახმარებით, ისედაც დამეხმარეთ. საუბარი სხვასთან უფრო მამშვიდებს...თქვენ სად ცხოვრობთ?

-        აქ ახლოს, ორ კვარტალში .

-        მეც. შეგიძლიათ სტუმრად შემოხვიდეთ. თქვენ ძალიან დამეხმარეთ და შეგვიძლია კიდევ სხვა რამეზე ვისაუბროთ.

-        თქვენ მეგობრები არ გყავთ?

-        ჩემი კოლეგები? ისინი კი კარგი ადამიანები არიან, მაგრამ მასთან საერთოდ  სასაუბრო თემა არ მაქვს. ალბათ, თქვენთან მექნება რაღაც სასაუბრო. ისე ხო, მეგობრები დიდად არ მყავს.

-        მიკვრის...ასეთ ლამაზ ქალ რომ არ ჰყავდეს, მეგობრები...

-        რა არის გასაკვივრი? არ მაინტერესებს უბრალოდ რაზე საუბრობენ უმრავლესობა.

-        კარგით, მაშინ დრო რომ მექნება, აუცილებლად თქვენთან სტუმრად შემოვალ.

-        აჰ ხო, ჩემი ნომერი ხომ დაგჭირდებათ...აი ჩაიწერეთ...

-        კარგით, კარგ დღეს გისურვებთ და თუ რაღაცით შემიძლია, დაგეხმაროთ კიდე, შეგიძლიათ დამირეკოთ...

ასე დაიწყო ნატალის და ალექსის მეგობრული ურთიერთობა. ალექსი დაბრუნდა სახლში და ფიქრობდა დღევანდელ შეხვედრაზე. ძილის წინ შავი წვერი შეიპარსა თხლად, იბანავა და ჩაწვა ლოგინში. ზედა სართულზე მეზობლები ქეიფობდნენ და ხმაურობდნენ, მაგრამ მას არაფრით არ აწუხებდა ხმაური, რადგან იყო ჩაფიქრებული და ასე შეძლო , რომ დაიძინოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები