ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2021


ადამიანი რასის ტანჯვაა


მე რასის ტანჯვა ვარ, ლილიენ, ლილითი,
დავტოვებ ნაირობს, დავტოვებ მომბასებს.
შენ ზღვა ხარ, მიცნობდე; რომელმაც ქვირითი
კაშალოტს მომტაცე!
მომტაცე კაშალოტს!

წავშალოთ უფალის ხუმრობა ნაფენი...
ბრალდებად, გაგიჟდი " გიჟქარა " აშარო;
შენი დაჟანგული ფრთები ვარ საფრენი
დრო არის გამშალო!

დღეს მე ვარ პოეტი და გამა ხავერდის,
დამპალი შანსები კვლავ წყალზე ჩავიდნენ.
შენ მაინც სავსებით ვერ გამახარებდი,
წადი და სრულიად დინებას შეყევი.

შენ რასაც დაიპყრობ ეს სიყვარულია,
ორთქლი სდით ფანჯრებს და ორთქლი სდით ჩაიდნებს.
სუიციდს ჩავიდენ! სიცოცხლე რთულია!
ხანაც ურყევია და ხანაც მერყევი.

წუხილი დასჩემდა ლექსების მარჩიელს,
თავი უხევია სიზმრისთვის წუხელი
და როგორც კურდღელი მოდი და მარჩიე
ამდენ ავაზაში წვიმის დეფისებით.

წლები კვლავ ერთმანეთს უხვად მიეთოვა,
წლებმა ამ ვაზაში ისევ მიმათოვეს.
წავალ, მიგატოვებ! შავი იესო ვარ!
ყველა ამ გასაყოფ საბანს გეფიცები!

ვარდი მოჭრილი აქვს  ვაზას კისერივით,
მაინც ელოდება თავის სილაჟვარდეს.
შევესატყვისები ვენებმისერილი
დუმილისა და უღვთო პოეზიას.

თუკი პოეტი ვარ, მაშინ გულიც მტკივა,
ვცხოვრობ სხვის კანში და მჯერა შენს მეტი კარს...
არვინ არ გამიღებს რადგან ტურისტი ვარ,
ჩემი ესთეტიკა სულ სხვა დონეზეა!

შვებად მეახელი კვლავაც სად არ ბრაზო!
სისხლი პოეზიას მალავს, მიმხმარია,
ვეღარ ვიტან ბრბოს და ვეღარ ვიტან ჯებირს,
ჩუმად შევეფარე ხორცის სადარბაზოს,
უარესი არის როცა მიხარია,
უკეთესი არის როცა ვიტანჯები!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები