 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: პოეზია 16 თებერვალი, 2021 |
* * * ყველაზე მეტად კარგად ყოფნის მეშინია. გამოცდილება არ მაქვს სათანადო. სასაცილოა, კარგად ყოფნის შიში ჰქონდეს ადამიანს. ასეთ დროს ჭილაძე გაგახსენდება კაცს: „ბედნიერება უნდა მოითმინო“ იყოს და ვინ ოხერი არ მოითმენს, მაგრამ სადაა? * * * ამ ცხოვრებას ჰქვია „მოიცა“, უნდა დათესო, რომ მოიმკა, იმოქმედო, რათა შედეგი დაინახო, წოლას ჯდომა გერჩივნოს, ჯდომას-დგომა, უბრალოდ დგომას კი, სიარული თავის მხრივ და ასე დახაზო გზა, სტატიკიდან-დინამიკამდე. * * * არ უნდა გეშინოდეს წასვლის, უსახელოდ წასვლას უნდა ერიდო. სალამი არ გქონდეს ზედაპირული, დამშვიდობებას აიტანს კაცი, ცალყბად ნათქვამს. * * * ნუ შეუშინდები კარგად ყოფნას. ურეცეპტოდ გაიცემა ოდითგან. რიგში დგომაა ზომაზე მეტად დამღლელი. თავად შეადგინე მიღების და გამოყენების განრიგი. გაეცი და მიიღებ. მიიღე და გაეცი. * * * სასაცილოა, კარგად ყოფნის შიში ჰქონდეს ადამიანს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მაშინ მასწავლეთ, ასეთი რამ შეპარვით და შეფარვით როგორ დავწერო? :) მაშინ მასწავლეთ, ასეთი რამ შეპარვით და შეფარვით როგორ დავწერო? :)
4. ჩემი აზრით, ზოეპიისთვის ზედმეტად პირდაპირია. ჩემი აზრით, ზოეპიისთვის ზედმეტად პირდაპირია.
3. <3 <3 კარგად ვიქნებით ყველანი, გვქონდეს ოღონდაც მელანი და პასტა- დაფასთან, სახლშიც :დ <3 <3 კარგად ვიქნებით ყველანი, გვქონდეს ოღონდაც მელანი და პასტა- დაფასთან, სახლშიც :დ
2. ლოცვასავით რამეა, მომეწონა! ლოცვასავით რამეა, მომეწონა!
1. კარგად უნდა იყო, ნუ შეშინდები. კარგად უნდა იყო, ნუ შეშინდები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|