 | ავტორი: აგლაია ჟანრი: საბავშვო 16 თებერვალი, 2021 |
„-ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო“ რად ემალვი მინდვრად ძერას, ნუთუ შენმა დედიკონამ ის საშიშად აღგიწერა? გამოფრინდი მაგ ბუდიდან, ფრთა შემოჰკარ ფრთას შრიალით, იის მირონს ეზიარე, თავს ევლე და იტრიალე. ჩიტუნიავ, ჩიტო, ჩიტო, სურვილი თქვი თითო-თითო, მკერდი ღმერთებს შეუშვირე, სთხოვე, მალე მომეცითო. ჩიტუნიავ, ჩემო ჩიტო, ნუ ემალვი მინდვრად ძერას, ის ვერაფერს დაგიშავებს, ენდე ღმერთს და ამის მწერალს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რა ლამაზია :) რა ლამაზია :)
7. ბევრი , ბევრი მადლობა ყველას. ბევრი , ბევრი მადლობა ყველას.
6. არ ვიცი საბჳშვო რამდენადაა, ლამაზი და პოზიტიური კი - ძალიან. არ ვიცი საბჳშვო რამდენადაა, ლამაზი და პოზიტიური კი - ძალიან.
5. ჩიტო, ჩიტო , ჩიტუნიავ ნაცარავ, ვის უგალობ ვისა? შენ გიგალობ პატარავ, დილა მშვიდობისა! თუ როგორააა...
ჩიტო, ჩიტო , ჩიტუნიავ ნაცარავ, ვის უგალობ ვისა? შენ გიგალობ პატარავ, დილა მშვიდობისა! თუ როგორააა...
4. +5 ლამაზი ლექსია! +5 ლამაზი ლექსია!
3. ჩიტო, ჩიტო :) იმედიანი ლექსია ჩიტო, ჩიტო :) იმედიანი ლექსია
2. რა საყვარელია, რა ლამაზი. 5555 რა საყვარელია, რა ლამაზი. 5555
1. მკერდი ღმერთებს შეუშვირე,
როგორ იტყვი ხოლმე,რა..:( 5 მკერდი ღმერთებს შეუშვირე,
როგორ იტყვი ხოლმე,რა..:( 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|