ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2021


პირობითად ლექსი ფურთხზე

ლექსი ფურთხზე

სასაცილოა შენი ყოფა თუ საცოდავი?
რას შეგადარო, ისიც არ ვიცი.
რა ხატებაში განსხეულდები ყველაზე ცოცხლად,
რომელ ფოთოლში, მოწყვეტილში,
რომელი სახლის ნანგრევებში,
თუ კი ის მხოლოდ ჩრდილებს იფარავს .
რომელ ჯერ არ თქმულ გაღიმებას
ან შეჩერებულ გულისცემას
ან მზის სხივზე დაკიდებულ სიბნელეს ვუთხრა
რა განვიცადო?
თუ კი სიზმრამდე მოგელანდა ეს გაფითრება
ქარს ყოვლისმცოდნეს მიგამსგავსებ, მაგრამ უღონოს.
პირში მეფშვნება შავი მიწა, ვერას გაიგებ
ან ამ საყვირს ვინ აყივლებს,
დოლს ვინ უკრავს?
მწვანილის სუნი ასდის თითებზე
და არყის ორთქლს ურევს დილის ნისლსს.
კვამლმა დაფარა, ვეღარ ვხედავ
ვერც მესაყვირეს, ვერც მედოლეს,
ვერც მემწვანილეს.
სანამ ფიქრსაც კვამლი დაფარავს
გაიხსენე, მთელი ძალით სივრცით დაზაფრულ
თვალებს ხუჭავდი როცა ახლა გახელას ნატრობ,
მხოლოდ გახელას,
მთელი ძალით ცდილობ გახელას,
მთელი ძალით ცდილობ გახელს,
მთელი ძალით ცდილბ გახელას.
შენს კანს სირცხვილი ნელ-ნელა ჭამს,
თეთრი სირცხვილი.
ყველგან მარცხდები, ისე თითქოს თითებს გიშვერდნენ,
თითქოს წაგასწრეს რაღაც უცნაურ დანაშულზე
და ერთდროულად ახარხარდნენ:
"შეხედეთ ამას, გახუნებული კაბა ჩაუცვამს,
კაბის ბოლოში ჩაურგია სახე და ტირის"
შეხედეთ ამას!
„შენ ის კაცი ხარ ვინც არ უნდა გაჩენილიყო
არ ენახა სოფლის ნათელი,
ვინც უნდა რომ ორმოში ეგდოს
საკუთარ ნეხვში ამოთხვრილი,
ვისაც მხოლოდ ცივი მიწა ჩაიკრავს გულში,
სასაცილოა შენი არყოფნა, შენი ყოფნაც
აი ასეთი სამარცხვინო და საცოდავი.
ალბათ ჟანგიან კბილებში სისხლი
ჩაუგროვდათ და ასფალტზე ამოგაფურთხეს
არაფერში გიდევს წილი, მიგიძღვის ბრალი
თიხის ტირანო დედამიწას ბოღმით დაჰყრებ,
მყიფე ლექსებს უყეფ მხოლოდ ქუჩის აჩრდილებს,
რომ მათ პირს თუ რამ წამოსცდება შენს გარდა ფურთხო
სულ სიტყვებია, მაგარამ მხოლოდ უცხო სიტყვები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები