აქ ჩემი ცაა, ჩემი მიწა, ჩემი მთებია ეს ღრუბლებია ჩემი ჭერი _წვიმა კედლები, აქ ზღვას მამების ძველ საფლავთან უერთდებიან მდინარეები, დუდუნით და ჩუმი ვედრებით.
(აქ მამაჩემის სისხლისფერი ყვავილებია… ნაწნავთ რხევაა აღრენილი ქუჩის ქარები,) როცა მამლები უთენია აყივლდებიან თბილ სიზმრებიდან უნებლიედ მივიპარები.
აქ იმედია , ოცნებაა, ყველაფერია -ნაოჭებია ჩემი ბებოს კანიონები, ბაბუს ჭაღარაც იმ ძილივით შემოერია როცა ჩვილები იავნანას გაიგონებენ.
აქ ღმერთი არის, ლოცვები და ძმაბიჭებია ცად ღრუბლებია ჩემი ჭერი _წვიმა კედლები, როცა ნისლები კალთებისკენ აიჭრებიან ყური დატკბება მდინარეთა ჩუმი ვედრებით.
აქ მამაჩემის საფლავია, ჩემი სახლია….
მოგიკითხეთ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გულგრილს ვერ დაგტოვებს თემატიკა და დასასრული საერთოდ... გულგრილს ვერ დაგტოვებს თემატიკა და დასასრული საერთოდ...
2. მშვენიერია. მშვენიერია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|