ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2021


აღარ მოკვდე

ყოველი სიტყვით ,
ყოველი ნაბიჯით ,
ყოველი სუნთქვით
მინდა სინათლე მომქონდეს შენთან
და ისე თბებოდე ,
როგორც მე შენზე ფიქრისას .
აპრილს ამოვიღებ გულის ჯიბიდან
და სულზე მწვანედ შემოგახვევ .
ჩვენ ჯერ კიდევ ვიცოცხლებთ ,
ვიცოცხლებთ ძალიან დიდხანს .
კიდევ გეტყვი ,
ბევრჯერ გეტყვი ,
ადრეც მითქვამს -
აღარ მოიკლა მეტჯერ თავი .
როდესაც გეტკინება , უფრო მაგრად მომკიდე ხელი
და სამყაროს ვფიცავ ,
ყველა აპრილს დაგირგავ სულში .

ისე მიყვარხარ ,
ლამისაა ამივიგლიჯო პირიდან სული ,
ამოვაყოლო ყოველი სიტყვა
და ისე მოგცე ,
ოღონდ შემომხედე
და აღარ მოკვდე ,
აღარ მოკვდე ამაზე მეტჯერ ,
ამაზე მეტად .

ყოველი სიტყვით ,
ნაბიჯით ,
სუნთქვით
სულ შენი ვარ .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები