ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2021


კაბირიას ღამეები

ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა,
რომი, ტრევის შადრევანი, მეძავები, კაზინო,
კაბირიას ღამეები, უსიცოცხლო, უფერო,
მიმქრალ კოცონს სულელივით სული უნდა უბერო!
ვაგლახ, წმინდა ქალაქი თუ მეძავებმა დაიპყრეს,
ნუთუ ტყემლის ერთი კვირტიც ვეღარ გაიაპრილებს?
შეხე ღრუბლებს, სავსე მთვარის მონაცრისფრო ლუსკუმას,
მერე ერთი-ორი გროში მოისროლე ზურგს უკან,
მტრედებს პური დაუმარცვლე, აგიკენკონ ხელიდან,
დაივიწყე ყველაფერი, გამო, გამოერიდე,
ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა,
რომი, ტრევის შადრევანი, მეძავები, კაზინო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები