ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გა-მარ-ჯობა
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2021


მისთვის...

დიდი ხნის შემდეგ ...

როცა დგებიან უშენობის მძიმე დღეები,
როცა უბრალოდ ერთ ქალაქში ვართ და არა ვართ,
მაშინ ვიჯერებ,არ არსებობს სასწაულები,
არც დამთხვევები არ არსებობს და გულის კართან

ვდაგარ და მინდა შემოვიდე მთელი სიმძაფრით,
რომ ეს ლექსები მოგიტანო,როგორც მოვალემ,
მახსოვს,ქალაქში სეირნობა როგორ გვიყვარდა
ახლა კი მხოლოდ დღეები გამოუვალი.

ქალაქმა თითქოს მომიგონა ათასი ჭორი,
დავდივარ ასე,თვალს მაყოლებს ყოველი ქუჩა,
გზა ამერია ამდენ უცხო მზერათა შორის
მაგრამ ვმშვიდდები,უცნაური კი არის,თუმცა

არ მთავრდებიან ეს დღეები ასე უბრალოდ,
ასე მარტივად არ გიშვებენ ჩემი ლექსები,
ჩემი სიტყვები საბოლოოდ მოკლებულია
ყველა საფუძველს,ყველა მიზანს,შენ კი ფესვები

ისე გაიდგი,რომ ვერ შევძლებ გადაგივიწყო,
ვერ მოვახერხებ შევიგუო ეს განაჩენი
და ყველა ლექსი ახლა არის სულის მიკრობი,
შენც კი  ვერ შეძლებ ულექსებოდ გადამარჩინო.

მე ვდგავარ აქვე,დანგრეული ქალაქის გვერდით
და დამაქვს ბევრი ისტორია,ჭორი და მზერა,
სულ უფრო მჯერა პოეტობის უბედო ხვედრის,
სასაცილოა,ახლა მხოლოდ ლექსების მჯერა,

რომლებსაც ვერ ვწერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები