ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სხვა დასასრულია, დარწმუნებული დასაწყისი საბედისწერო რიცხვი ( შესავალი )
ერთხელ ერთ ჩამოპირქუშებულ დღეს ჩვეულებისამებრ სენ - მარტენის ქუჩის კუთხეში, უკრავდა ქუჩის მუსიკოსი. ეს იყო გასაცოდავებული მოხუცი, ერთდროს მშვენიერი ჭაბუკი. რომელსაც აღარაფერი ახსოვდა თავის სევდიანი ცხოვრებიდან. ქალივით ლამაზმა და ამ სილამაზით გაამპარტავნებულმა, ასაკის მატება ტრაგედიად მიიღო, მისი ბავშვური იერი და სიცელქე ნაოჭებთან შესაბამისობაში ვეღარ მოვიდა. დაკარგა ყველა და ყველაფერი. საკუთარი სხეული შეზიზღდა, მისი კანის არისტოკრატული სითეთრე მკვდრის ფერად მოინათლა, მისი ნაზი კანი კი – მორბილებულ ქსოვილად. მოხუცს თითები უკანკალებდა სიცივისგან და იმ მუსიკას უკრავდა, რომელიც არც კი ახსოვდა სად მოესმინა, ეს ფრაგმენტები წიგნივით გადაიშალა, როგორც - მოხუცი და ზღვა. იჯდა მოხუცი, იჯდა და თვალებით ყვიროდა!
............................................................................................
მე ვცდილობ, ვიყო სამართლიანი ქალების მიმართ, მაგრამ არ შემიძლია. ეს იმიტომ, რომ ისინი სრულებით აღარ შეესატყვისებიან ჩემს ბიჭურ წარმოსახვას, ქალში განსხეულებული მშვენიერება მშვენიერების იდეალს ენაცვლება, მაგრამ ხელშესახები აქ უკვე ქალის სხეულია, რომელიც საფეხურებით ბიოლოგიისაკენ, ცხოველურისაკენ ეშვება.მინდა რაღაც ეტაპი ცხოვრებისა დავკეცო ან დავჭმუჭნო და სადმე მოვისროლო, არ მინდა რამე ლოგიკური დასასრული,პრინციპში არც გამოვა, ლოგიკურად არაფერი დამიწყია და ალბათ ამიტომ… მინდა მოგითხროთ ეს ამბავი მაგრამ უკვე ვხვდები, რომ მძლევს ზოგიერთი წვრილმანის ხაზგასმის მწერლისეული ჟინი, ეს ამბავი მიზნად ისახავს შეგვიყვანოს წმინდა ხელოვნებისა და ცხოვრებისგან განზე მდგარ სილამაზის სამყაროში. ცხოვრების მახინჯ სინამდვილეს ვუპირისპირებ სილამაზეს და თვითონ ვხვდები ჩემს უმწეობას. ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის, ის მხოლოდ მაყურებელს ირეკლავს.
ალბათ გეცნობით, მე ლუციფერი ვარ, სინათლის მომტანი! უხვი და ვნებიანი, ჩემი თვალები მზის შუქში წაქცეული სვეტებია, თმების სიუხვის გამო, კეფასა და საფეთქლებზე ყოველთვის მრავლად მაყრია ურჩი კულულები, მთელი ჩემი არსებიდან გამოსჭვივის ჯანმრთელი სინორჩე და ჩემს ქორფა კანსაც უძვირფასესი ხილის სურნელი ასდის. როცა არ იცი შენი სახელის მნიშვნელობა ეს უკვე ჯაზია! ჯაზი შესრულებული სწრაფი ფუნჯია. ჩემი პოეზია, ჩემი აზრით, გახდა გზა იმისა, თუ რას ვაძლევ ჩემს მუსიკას. ჩემი ხელოვნება გაუწაფავი ადამიანის ხელოვნებაა, მაგრამ მე არ ვაპირებ სხვა ადამიანთა სმენის დატკბობას. მე ჩემთვის ვუკრავ. ჩემთვის ვმღერი. უკვე სამი წელია, ჩემს ნაცვლად ჩემი ბაგეებით სხვა ლაპარაკობს, მე სენ - მერიელი მუსიკოსი, ისე დავდივარ ქუჩაში, რომ ქალებს მაგნიტური ძალით ვიზიდავ და ამას ეძახიან ფლირტს! მათ არაფერი იციან, არ იციან რა არის ქალი! ჩვენ ვცოცხლობთ, ვარსებობთ და ვიხოცებით ისე, რომ შორს ვართ ერთმანეთისგან. სივრცეები კი, ისევე როგორც ადამიანები, უმუშევრები რჩებიან, ხოლო შემოქმედება ადამიანებს მარტვილებად აქცევს, ხშირად კი მსხვერპლად იწირავს. ჩემს გასაღიმებლად უცხოს ერთი შეხედვაც კი საკმარისია, ამ ღარიბული უბნის კვალობაზე, სადაც ქალს ჯაფა და მოუვლელობა უღებს ბოლოს, აქ ხშირად დაინახავთ, გამომძალველებს, ლოთებსა თუ მეძავებს. მეძავი - თქვენ გგონიათ მას ეს სიამოვნებს? არა მეგობრებო, მაგრამ მძიმე სოციალური პირობების გამო ის იძულებულია თავი დაიმციროს და გაიხადოს, გაშიშვლდეს ფიზიკურად, მაგრამ არა სულიერად, რადგანაც ის ადამიანია, ხოლო ადამიანი სიკეთის იპოსტასია. ახალგაზრდობაში სექსზე ნამდვილად მხოლოდ ერთი რამ მინდოდა მცოდნოდა: სექსით სად შეიძლება დაკავდე? და რამდენად მალე? ამ საკითხზე მეტი არაფერი მაინტერესებდა - სად და რამდენჯერ.
მეძავები ყოველდღე იტანჯებიან, მაგრამ მათი ყვირილი რომც გაიგონოს ვინმემ, გაუპატიურება აქ ყველასთვის უბრალოდ სავაჭრო ობიექტს ნიშნავს, ქალების ყვირილი საბითუმო წარმოებას ჰგავს, ეს ყიდვის და გაყიდვის ხმებია, მათი ხმები სისხლით და სპერმით არის გასვრილი, მაჯები ტყავით აქვთ შემოსილი, რომელსაც რკინის ლურსმნები უკეთია შიგნიდან, ამ ადგილას მეძავებს სახელები არ აქვთ, ისეთივე ამოუცნობები არიან როგორც ბავშვის სათამაშო თოჯინები, არანაირი ადამიანური კვალი აღარ აქვთ, რაში სჭირდებათ კაცებს სხვების გაუპატიურება სურვილების დასაკმაყოფილებლად, განა საკმარისი არ არის სიტყვებით რომ ამცირებენ მათ? ეს სადიზმია, მუდმივი ტკივილის წყურვილი, ეს მეძავებმაც კარგად იციან, ალბათ სწორედ ამიტომაც კვდებიან პედანტურად.
მე ვიგებ, რომ ბორდელში წესები არ არსებობს, თუ შიშველი ქალის ცემა მოგინდება შეგიძლია სცემო, შეგიძლია ჭერზე ჩამოკიდო, ეს პრობლემა არ არის სანამ გოგოს ბოლომდე არ მოკლავ. შეგიძლია ბოლომდე იხმარო თუმცა მაკიაჟიანი გვამი არც ისე კარგად გამოიყურება. დააკვირდი მეძავებს, ისინი აშვებულ ძაღლებს ჰგვანან, კარგად ეტყობათ, რომ სექსისთვის მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით კავდებიან, როგორც კი მათ თვალებს დაინახავ მიხვდები, რომ მათ სექსის აღარანაირი სურვილი აღარ აქვთ, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ ნაშოვნ ფულს როგორ დახარჯავენ, ან იმაზე თუ როგორ ძალიან სტკივათ ფეხები, სწორედ ეს ამოძრავებს ადამიანთა უმეტესობას, მათ თვითგამოხატვა კი არა ფული უნდათ, მათი ფიქრები რომ ერთად შეკრიბო რაღაც საშინელებას მიიღებ, ისინი ჟიმაობენ, ლოკავენ და წოვენ ისე რომ ირონიის არანაირი კვალი არ რჩებათ, თუმცა ჯილდოს ყოველთვის სერიოზულად იღებენ. რატომ გვიყვარდება? მე მჯერა ეს სათნოება არის მაგნიტი, ჩირაღდანი, რომელსაც ვიღებთ დაბადებისთანავე, ჩვენ ვუბრუნდებით ისევ ღვთის წვეთს, ძვირფასი ქვასავით. შეიძლება ყველაზე ბრწყინავს, ყველაზე პატარა ფანტელში. ცოდვილთათვის უცნობი; მეძავში, მონაზონში, ქველმოქმედში და ეს ანათებს მათთვის, ვისაც უყვარს. კანონი ყველაზე მაღლა დგას მაგრამ რა უნდა გააკეთო როცა მოწყალება კანონზე მაღლა აღმოჩნდება.
მე ლუციფერი ვარ, სენ - მერიელი ჯამბაზი. ჩემს ნაცვლად ჩემი ბაგეებით სხვა ლაპარაკობს და ვხვდები რა განსხვავებაა მეძავსა და ჯამბაზს შორის, ჩვენ ორივე დიდი ინცესტის ნაწილი ვართ, ის ჩემი დაა და ორივე ჩვენგანი ვაცინებთ ამ ამაზრზენ ცოდვილ სამყაროს. მე მოცინარი ვარ, წინ ყოველთვის ქუდივით მიგდია სული, ჩაყარეთ ცოტაოდენი სითბო და უყურეთ თქვენი ყოველი დარტყმით ჩემს სახეზე ამოჭრილ ღიმილს. ჰაჰაჰა, ჰაჰაჰა, როგორი ირონიაა.... იუმორი იცინის იმაზე, რაც არ გაქვთ, როდესაც ის უნდა გქონდეთ.
ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან ბევრი რამ დასაშვებია, ჩვენ სულიერი საყრდენი დავკარგეთ. მარტოები დავეხეტებით ამ სამყაროში და ტკივილისა თუ სასოწარკვეთისგან ერთმანეთს ხშირად მხეცური ძალადობით შეურაცხვყოფთ. საზოგადოება ზოგიერთ პიროვნებას არ იღებს ისეთს, როგორიც არის იგი ბუნებით. ისინი ცდილობენ მისი ინდივიდუალური შინაგანი სამყარო მოარგონ მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ სტანდარტულ თვისებებს. აკრძალული შინაგანი ბუნება აშინებს ადამიანს და აქედან იწყება არასრულფასოვნების კომპლექსი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შინაგანი არსის დათრგუნვა ან დაკაბალება ადიდებულ მდინარის შეკავებას ჰგავს, რომელსაც კალაპოტი მოუშალეს. ღვთაებრივი არსი ადამიანზე მოქმედებს ნდობის მეშვეობით. რაც უფრო მეტად ვენდობით ერთმანეთს, მით უფრო ღრმა რწმენით და სიყვარულით ვწვდებით სიკეთეს, რომელიც 3 საფეხურისგან შედგება: სიბრძნე, სიყვარული და რწმენა. სიბრძნის გარეშე სიყვარული ფანატიზმია, ხოლო სიბრძნე სიყარულს გარეშე ბოროტებაა. თუ სიყვარული და სიბრძნე ჰარმონიულია,მაშინ რწმენა თავისთავად შემოდის მასში და ამ ძალით შენდება სიცოცხლის კანონზომიერება სამყაროში. დაისვენეთ თქვენს უვარგის კალთებზე და შეხედულება გქონდეთ დედამიწაზე, როგორც ღია წიგნზე.
საზოგადოებაში ყოველთვის სრულ სიჩუმეს ვიცავ, რადგან ჩემში პოეტის ყველა ცოდვას ვგრძნობ, აღგზნებულობას, ეფექტის სიყვარულს, უპირატესობას ჩრდილში დიდებას ვანიჭებ, მე ლუციფერი ვარ და რომ ვყოფილიყავი გაჩენილი პირველობისათვის, ძალზედ გამიხარდებოდა, მაგრამ რადგან არა ვარ, მთელს ჩემს სულს უკანასკნელს ვუკავშირებ. თან მახსოვს და თან ბუნდოვნად მესახება, ამ გიჟური სვლის სულ უმნიშვნელო დეტალებიც კი, მე ვიდექი სენ - მარტენის ქუჩის კუთხეში, თმაზე ზამბაზის ზეთს ვისვამდი და თან პაპიროსს ვეწეოდი, რა მნიშვნელობა აქვს რომელი მოქაჩავს _ პაპიროსი მწეველს თუ მწეველი პაპიროსს? ურთიერთკავშირია მთავარი.
მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე ძალიან 13 რიცხვის? რატომ მიიჩნევენ ამ რიცხვს დაწყევლილად, უიღბლოდ, პრობლემებისა და წარუმატებლობის მომტანად? ცამეტი ნუმეროლოგიური პრინციპებით არაჰარმონიული რიცხვების კატეგორიაში გადის. დუჟინს (12) და ერთს შორის ჰარმონია ვერასოდეს მიიღწევა. აქედან გამომდინარე, თავად 13-ის არსი და რაობაა ქაოსის შექმნა. ნუმეროლოგები ამ რიცხვს სხვაგვარად "შავ მასწავლებელს" უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ 13 ნებისმიერი სახის ილუზიას ხდის ფარდას და მისი გავლენით არაფერი რჩება სტაბილური, მუდმივი ან უცვლელი. ძალიან ხშირად, ჩვენ ვაკეთებთ რაღაცეებს მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა „მიღებული“, მაგრამ მათი ისტორიების ან მიზეზების შესახებ, არაფერი ვიცით და ვერც ვხვდებით… 13 – პარასკევი, სავარაუდოდ საწყისს ძველი აღთქმიდან იღებს. ითვლება, რომ ამ დღეს, კაენმა მოკლა თავისი ძმა – აბელი. საუკუნეების შემდეგ, ამ ლეგენდის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრებები ამოიზარდა და გავრცელდა, რომლებმაც 13 რიცხვს უბედურების და ხიფათის აურა მიაწერა. მაგალითად, საიდუმლო სერობაში 13 მონაწილე იყო. იუდას ღალატი კი სახარების მეცამეტე თავშია ნახსენები. 13 რიცხვის შიში, ხშირად პანიკურ ხასიათს ატარებს. ამბობენ, რომ ოჯახში, სადაც ცამეტი ბავშვი დაიბადება, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გახდება დამნაშავე.
13 მარტი. პარასკევი. შენ ქვითინებდი, შენ ჩემს წინ იჯექ ფიაკრში, იჯექ და ქვითინებდი, მგავდი, შენ მე მგავდი საუბედუროდ, რა დამავიწყებს პატარა მოცისფრო თვალებს და შენი თმების წითელ ჩირაღდანს, ანდა შენი ყელის საუცხოოდ ლამაზ მიმოხვრას ფიფქივით უნაზესს, ნიავის სუნთქვით დარხეული შროშანის როკვას რომ წააგავდა. წვრილ ღეროზე გაშლილ წითელ ყვავილს ჰგავდი, არა, ეს უფრო ცითმოვლენილი სული იყო, ღვთაება. ასეთი ამაღლებული სილამაზე მიწიერი ვერ იქნება. როგორც მოვლენათა შემდგომი განვითარების მიხედვით მივხვდი, დიდხანს არ ვყოფილვარ გონწასული, თიხიან კედელზე მიკრული გამოვფხიზლდი თუ არა, ვიგრძენი, რომ სიცივეს მხოლოდ შენი სურნელით ვძლიე და აი, წარსდგა ჩემს წინ ბედნიერების გრადაცია - სიამოვნების ერთგვარი თერმომეტრი. შენ განაგრძობდი ქვითინს, მე კი როგორ მიჭირდა შენთან მოსვლა, აქვე ახლოს ერთმანეთში ირეოდნენ, პატარა ონავრები, ეს უკანასკნელნი ერთმანეთს ისე ესროდნენ თოვლის გუნდას თითქოს ახალწვეულ ჯარისკაცებს ჰგავდნენ, ომი რომ ჯერ არ უნახავთ და ამიტომ უგუნურად მამაცობდენ, მე კი უბრალოდ ვფიქრობდი.
ყველაფერი კარგად იქნება! - ყოჩაღ, ამაზე ბანალურს ვეღარაფერს მოიფიქრებდი! შეგიძლია ამის გარანტია მისცე? ასეთ დროს არავის შველის იმის მოსმენა, რომ ხვალ ახალი დღე გათენდება და მზე ისევ ამობრწყინდება.
დამშვიდდი! - აი, ნამდვილი აფეთქება, ალბათ, ამ ფრაზის შემდეგ დაიწყება: "ვის ამშვიდებ"? "რა მჭირს დასამშვიდებელი"? "ანუ უკვე შეწუხდი"?
მე მესმის შენი! - ჰო, შევთანხმდით, რომ თქვენ არ გესმით პანიკაში მყოფი ადამიანის?! ამის ნაცვლად ჰკითხეთ, რით შეგიძლიათ დაეხმაროთ?
მარტო არ ხარ! - ეს არც ისე ცუდია, მაგრამ დიდი ვერაფერი შვებაა. სამწუხაროდ, თქვენი პრობლემები არსად წავა, თუ ის კიდევ ასობით ადამიანს ექნება.
შენ ძლიერი ხარ! - ვის სჭირდება? ემოციები სისუსტე არ არის. თანაც პანიკაში მყოფი ადამიანი თავს ძლიერად ნამდვილად არ გრძნობს.
ყოყმანის შემდეგ მოგიახლოვდი და გითხარი: გამარჯობა! მე ლუციფერი ვარ. სიტყვები ჭრელია, ფერადები არიან ადამიანებიც, მოდი და ვანუგეშოთ ერთმანეთი, ნუ შემოვიფარგლებით გაატარე, გაატარეთი... როცა შეგვიძლია მართალი სიტყვებით ლაპარაკი, რატომ ვაყრუოთ და ვაბრმავოთ ერთიმეორე, სიმართლე ჰო, თვალის სინათლეა და სინათლე სიკეთეა..... სიკეთის იდეა მზის ანალოგიით შეიძლება გავიგოთ. ის, რომ მზე სინათლეს ასხივებს, მიზეზია იმისა, რომ ჩვენ ნებისმიერი რაღაცის დანახვა შეგვიძლია. სინათლე რომ არა, შეუძლებელი იქნებოდა ხედვა. თანაც, მზე არა მხოლოდ ხილულობისა და ხედვის მიზეზია, არამედ იმისაც, რომ ცოცხალი არსებები არსებობენ და ცოცხლობენ.
ამ დროს ტკბილი მუსიკასავით ისე წარმოთქვი შენი სახელი:
– ლილიტი.
თითქოს თაფლზე კიდევ უტკბეს სანუკვარ ნუგბარს დასწრაფოდნენ შენი ბაგის ვარდისფერი ფურცელნი. 13 წუთი ვუცქერდით ერთმანეთს, ბედნიერების 13 წუთი, ტუჩების ბოლოები ძირს თავისით იწეოდა, შენი წვრილი ნაწნავი კი კეფაზე თრთოდა. შემდეგ ჩემს ბაგეს ისევ დასცდა რამოდენიმე სიტყვა: - სანამ თქვენ მზე არ უარგყოფთ არც მე უარგყოფთ.
შენი მზერა წამიერად ჩემს კისერზე შეჩერდა, რომელიც თითქოს ჯანსა და ღონეს აფრქვევდა. და მიუხედავად იმისა, რომ ასე დაბნეული და დარცხვენილი იჯექი, დაგაახლოვა გულმა ჩემთან. თავში ისეთმა ახირებულმა აზრმა გაგიელვა, რომ თვითონვე გაგიკვირდა: ახლა, ამ კისერს რომ ხელები შემოვაჭდო, მთელი მისი ძალა და ენერგია ჩემს სხეულში გადმოიღვრებაო. ერთბაშად შეგაკრთო ამ ფიქრმა. გაოგნებული იყავი - კისერზე ხელის მოხვევა რამ მაფიქრებინაო. საქმე ის იყო, რომ, თვითონ სუსტსა და უღონოს, ძალა და ღონე გიზიდავდა, ის, რაც შენს სხეულს აკლდა. გრძნობდი, რომ ჯერ არც ერთ მამაკაცს ასეთი ძალით არ ემოქმედა შენზე, როგორც მე. მოულოდნელად ტუჩებში ჩაგეკონე, შემდეგ ღაწვებზე ოდნავი სიწითლე მოგერია, თუმცა ისე აგეწვა სახე, თითქოს საქვაბე ოთახში მდგარიყავი, ღია ღუმელთან. მერე ერთმანეთის ხელები გადავაბით და გულისკენ მიგიზიდე. ნათლად მესახება ყოველი წამი. საოცრად ბარდნიდა, ფიაკრი კი მიდიოდა და მიყვებოდა ჩვენი სურვილები, რომელიც ერთად წავიკითხეთ. ჩვენ ვეძიებდით ხალხმრავალი ქალაქის უცნაურ სინათლეებსა და ჩრდილებში ისეთ უსაზღვრო გონებრივ აღგზნებას, რომელიც წყნარი დაკვირვებისა და ჭვრეტის შედეგად მიიღება. გახსოვს? თუ როგორ ვშლიდით ხელებს შენს ეზოში, თითებს ქვიშაში ვყოფდით და ვტკბებოდით მისი ნაზი, ცოცხალი სითბოთი. შემომიშვი! კიდევ ერთხელ შემომიშვი შენში და აღარ გამიშვა! რა კარგი იყო შენს გვერდით ბუხართან ჯდომა, იმის შეგრძნება, რომ ორნი ვიყავით, მივენდეთ სიჩუმეს, მაშინ გამომიტყდი, რომ სიმღერა შენი განუყოფელი ნაწილი იყო, მღეროდი და წამდაუწუმ იცვლებოდი, ხან ნაზი და დაფიქრებული, ხან ბობოქარი და მხიარული, ხან ირონიული და ტრაგიკული იჯექი ჩემს წინ, დღესაც, რომ მკითხონ, ვერ ვიტყვი როგორი ხმა გქონდა - სოპრანო, მეცო თუ კონტრალტო. შენ ყველა რეგისტრს თავისუფლად და საოცრად გამომსახველად ფლობდი, არასდროს მინახავს ერთ ადამიანში ასეთი იდიალური შერწყმა, შენ ერთი ჟანრის ჩარჩოებში ვერ ეტეოდი, გიყურებდი შენ, პატარა ქალბატონს, ეს - ეს არის, რომ იხილე მზის შუქი, სისხლს რაღაც უეცარი სიხარული გიმოძრავებდა, ყელს კი სიმღერის წყურვილი მოიცავდა. ზოგჯერ რაღაც მობერვა, მზის ქვეშ გაწოლილი ჰაერის სუსტი თრთოლვა, მათხოვრის სიმღერა, ოდნავი სურნელი, ან სულაც არაფერი საკმარისი იყო, რაღაცნაირი გარინდება მოეგვარა მთელი შენი სხეულისათვის, რომელზედაც შენ თითქოს მწიფე და ხაოიანი ნაყოფის ალერსიან გადასმას გრძნობდი. კარგად გისმენდი, როგორ გამოხატავდი შენს აზრებს, როგორ აღმოგხდა ერთი ბეწო მკერდიდან ღამის დიდებული საგალობელი! ის ღამეები მხოლოდ მე მიმღეროდი, ასე არასდროს გიმღერია, მაგრამ თან რაღაც უძლურების გრძნობა გაწამებდა, მე კი ვცდილობდი, მღელვარების ამ შესანიშნავი წუთების საზღაურად ჩემებურად გადამეხადა შენთვის მადლობა. ხელოვანმა ძვირფასო შეიძლება ალალბედზე შეაღოს საიდუმლო კარი და ვერასდროს ვერ მიხვდეს, რომ მის მიღმა მთელი სამყარო იმალება. ჩემი თვალები შენი შეუდარებელი სხეულის ჰარმონიასა და მარადიულ სიმშვენიერს ეწაფებოდა, შენი სურნელი სამუდამოდ გადმოვიდა ჩემზე, ქალიშვილიდან დაუოკებელ საყვარლად იქეცი - ორგაზმს ითხოვდი, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდი, მე კი მთელი ღამე ვცდილობდი შენთვის ეს სიამოვნება მომენიჭებინა. ენით ვლოკავდი შენს ძუძუსთავებს და ჩემი ნერწყვით ნაფერებ მკერდში რძე ისევ გქონდა. შენი სხეულის საოცარი სურნელი და უბიწოება შევიგრძენი, ვგრძნობდი შენს გულისცემას, ყურს ვუგდებდი თუ რამდენჯერ ფეთქავდა წუთში უეცარი სისწრაფით. აღარაფერი გესმოდა, შენს თვალწინ რაღაც მოყვითალო მირაჟი ალივლივდა. აი, შენ ათრთოლდი და სიცოცხლეში პირველი ორგაზმისაგან აკვნესდი. მოგეჩვენა, რომ მაღლა ცაში აფრინდი, მერე კი ნელ-ნელა დაეშვი. მთელ ტანზე ოფლმა დაგასხა და ძალის საოცარ მოზღვავებასთან ერთად უცნაური ნეტარება განიცადე, — თითქოს რაღაც განხორციელდა, შედგა, აღსრულდა. მე მომწონს ჩემი სხეული, როდესაც ის შენს სხეულშია. ეს ყველაფერი საკმაოდ ახალია. კუნთები უკეთესად მოქმედებს და ნერვები უფრო მეტს. ეს შენ ხარ ის, რომელიც ჩემგან იცვამს ლოგინს. ჩვენი სხეულები სამუდამოდ ერთმანეთს შეერწყა. შენი გული ჩემი გულის ახლო ძგერდა, გარკვევით და რიტმულად, “ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ, ყველაფერი თავისით მოვა” გაკოცე პატარა, ნიჟარის შიგნითა ზედაპირივით გლუვ ჩაღრმავებას ყელთან, აქაც სცემდა პულსი. მე ღრმად შემოვედი სისხლიან დაბნეულობაში და ნებისმიერი ღმერთი, რომელიც ოდესმე მიგრძვნია ეკლესიაში, შენთან მოვიყვანე, ავანთეთ წვრილი თეთრი სანთლები რომლებიც წელზე შუადღისას იკეცებიან. როგორი მეოცნებენი და ახალგაზრდები ვიყავით.
რეალური სამყარო მღვიმეა, სადაც ადამიანები არიან ჯაჭვებით დაბმულნი. მათ მხოლოდ და მხოლოდ იმ ჩრდილების დანახვა შეუძლიათ, რომლებსაც მათ წინ კედელზე ტოვებენ მათ უკან არსებული საგნები, ასევე უკან მოგიზგიზე ცეცხლის სინათლის წყალობით. როგორც ამ მღვიმეში გამოკეტილ ადამიანებს, მთელი რეალობა კედელზე არეკლილი ჩრდილები ეგონებათ, ისე გვგონია ჩვენ, რომ მთელი რეალობა გრძნობით საწვდომი საგნებისგან შედგება. მაგრამ თუ ერთ-ერთი ამ მღვიმის მაცხოვრებელთაგან განთავისუფლდება ჯაჭვებისგან და ზედაპირზე ამოვა, ის დაინახავს ნამდვილ საგნებს, რომელთაც ხილულს ხდის მზის სინათლე და ბოლოს შეეძლება, თვით მზეც აღიქვას.
13- მა დისონანსი უნდა შეიტანოს აქამდე არსებულ კოსმიურ წესრიგში. სწორედ მას მიაწერენ ნებისმიერი სამყაროს სიტუაციის, მიღებულ-დაკანონებული წესრიგის და რეალობის რღვევის უნარს. 13 აპრილი. პარასკევი.
მას მერე გონება ფხიზლობს და მოგონებები ერთმანეთს ცვლიან, მე ვსწავლობ და ვითავისებ სხვათა ფიქრებს, შეგრძნებებისა და გამოცდილებათა უკეთ გაგებას, არ არიან სიტყვები გრძნობისათვის, ჩანს მე მეძებდი როცა ესალმებოდი სიცოცხლეს, ნეტავ მცოდნოდა რისთვის ტიროდი იმ ღამით. შენ აღმოგიჩინეს ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო) – ამის თქმა ვერ შეძელი, ნეტავ მე თუ მაინც შევძელი ბედნიერების ჩუქება?! ღამის წყვდიადი მოსწოლოდა დაგმანულ დარაბებს, შენ პირაღმა იწექი სამარეში და სანთლის შუქზე კარგად გავარჩიე ესოდენ ახლობელი კანის ფერი, რომელსაც ასე სუნთქვაშეკრული ველტვოდი, სიფერმკრთალე შეჰპარვოდა ცვილისფერ სხეულს. თითქოს ფსალმუნებიდან კითხულობდი შენს ხველას ცხვირსახოცში და ფრჩხილებიდან ამოიღე ხველების ცალი შენი უფორმო სისხლი. მე უკანასკნელად მიგიხუტე მკერდზე, ისევ ვიგრძენი მიმზიდველი სითბო, უკანასკნელად ვიწექით ასე ერთად, სინდისი მქენჯნიდა, როგორ გადამემალა გამოუთქმელი დანაშაული, მე შენ გაგიშვი!
შენს სხეულში ხრწნის ხანგრძლივი პროცესი დაიწყო. ვარ ცოცხალი მკვდარი და ვამბობ: რომ თოვლი აღარ არის ისე ლამაზი როგორც ის სახლი რომელშიაც მე დავიბადე, არაფერი ისე არ განმიცდია, როგორც გვამის უჩვეულო სუნი, ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია, ჩემში მძლავრობდა ყნოსვის მგრძნობელობა და მატებასთან ერთად იბუდებდა გაუსაძლისი შიში. დეკემბრის უმთვარო ღამეს, ძლივს მივიკვლევდი თოვლჭყაპიან გზაზე, აღარ თავდებოდა თოვლჭყაპი, მაგრამ რაღაცის იმედით ვუცქერდი ცას, ვტკბებოდი მისი ცქერით, მზე ბედნიერებასავით სადღაც მიმალულიყო, მაგრამ იგი არსებობდა, გამოფუტუროებულ, ბეხრეკ ხეებს ორიოდე შტოღა შერჩენოდათ, ხშირად მოვდიოდი სასაფლაოზე, დრო გადიოდა, ვხედავდი როგორ ეყრებოდა კუბოს ყვავილები, უსიხარულო მეზღვაურებს ჰგავდნენ ფოთლები, ახლა მე ვიცი, რა არის სასაფლაო, ისე როგორც სხვებმა და იმედი მაქვს ყოველთა უბედურების საწყისი და სულთა მესაფლავე ჩემამდეც მოვა, უცილოდ მომაკითხავს სიკვდილის ლანდი, მჭლე ხორცს შემომაცლის და სული გაეყრება ჩონჩხის გალიას. შენ გააკეთე შენი საწოლი ჩემთან ერთად. როგორც გრძელი მატარებელი, ურწმუნო ნდობით მიუდექი შენს საფლავს როგორც ის, ვინც თავის დივანზე დრტვინავს და წევს სასიამოვნო ოცნებებზე. მთელ მშვიდობიან სამყაროზე ცის ღიმილი იტყუება. სამყარო სულების სიცრუეა. სიბნელე, რომლიდანაც თვალები დახუჭე. ბევრი წითელი ეშმაკი მირბის ჩემი გულიდან და გვერდზე, ისინი ძალიან პატარები არიან, კალამს შეუძლია მათი გზების მოხვევა, ბევრი იბრძოდა მელნით და ძალიან უცნაურია, რომ დაწერო ამ წითელ მუწუკში ჩემი გულიდან ყველაფერი.
დაიწყო ცხოვრება უშენოდ. მარტო ვიყავი; და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა აუტანელია ეს მარტო ყოფნა კი არა, უშენოდ ყოფნა. იქნებ ვინმემ მანიშნოს, ღირს კი, რომ ხელახლა დავდგე ფეხზე, მიმოვიხედო და ჩემს თავს ვუთხრა: ისევ ისა ვარ... ჩემგან მხოლოდ ფასადიღა დარჩა, მაგრამ იყო წუთები, რომ შეიძლებოდა ეს ფასადიც დანგრეულიყო, ყოველთვის მეგონა, რომ რაღაცის გახსენება ტვინის საქმე იყო, მაგრამ ამჯერად ჩემი სხეულის ნაწილებიც გიხსენებდნენ. მზე ისეთი ფერმკრთალი და მბზინავია, მოჩვენება გავხდი ფანჯრის ფორმაში. ნება მომეცი ამ მანძილზე, ნება მომეცი, არ ვტიროდე. შენი პირველი შემოხედვა, საიდანღაც სულ სხვა სამყაროდან ამოტივტივდა, გაქცევას ლამობდა და ჩემს მზერას ეჭიდებოდა, ძნელია წარმოიდგინო მიცვალებულთან განშორება, თუ არ გამოგიცდია, ამის გადმოცემა შეუძლებელია, საშინელების ზღვარს მიღწეული აზრი ჩლუნგდება და აი, იქ იწყება ყველაფერი. მივეშურებოდი უცნობი სამყაროსკენ და არც დრო მქონდა, არც სურვილი, წარმომედგინა ეს სამყარო, მე ვსწავლობდი მარტოობას, შეუბრალებელ, უსიტყვო მარტოობას, ეს ამბავიც ლოტოსის ყვავილს ემსგავსება, ის დიდხანს ამოდის ფსკერიდან, ამრავლებს ფესვებს, იზრდება და ბოლოს წყლის ზედაპირზეც გამოჩნდება....
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2013 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. +2
ველოდები მესამე თავს ^^
+2
ველოდები მესამე თავს ^^
|
|
მონაცემები არ არის |
|
|