ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2021


თოვლი მოვიდა...

თოვლი მოვიდა ჩემს ქალაქში, მოთოვა ფოთშიც,
ისე ბარდნის, რომ არასოდეს დასრულდეს მინდა.
სხვანაირია ყველაფერი საქართველოში,
აქ მყინვარწვერის გულიც არის თოვლივით წმინდა.

თოვლი მოვიდა ჩემს მხარეში, გადაათეთრა
ეზო-ქუჩები, გუმბათები, სახურავები,
სულ სხვა ხიბლი აქვს თოვას ჩვენში, წყალობა ღმერთმა
მოგვცეს... ჩვენთვისაც ვიდრე რეკენ ცისკრის ზარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები