ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სკოლის მოსწავლეობის პერიოდიც უღიმღამოდ და უინტერესოდ ტივტივებს მოგონებების ოკეანის ზედაპირზე. ნაცრისფერს, მისსა ფერს. თუმცა როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ცხოვრების იმ თორმეტწლიან მონაკვეთს ის ფაქტი ამნიშვნელებდა და ახალისებდა, რომელიც იქამდეც და მას შემდეგაც არაერთხელ გამხდარა ჩემი ხელიხელ ნაგოგმანები სულის, თუნდაც გულის და მისთ... დადაგვისა და აფორიაქების მიზეზი. სახელი.. გვარი.. ჯერ კიდევ უწვერ-ულვაშო და უკვე ბატონი. დიახ. ბატონი შადიმან ამილახვარი. დირექტორიდან დაწყებული, დარაჯით დამთავრებული, ყველანი აღმატებულ ხარისხში მომიხსენიებდნენ. არც არის გასაკვირი.შადიმან ამილახვარი. ბატონის გარეშე? აბაზია მისი ფასი. თავიდან ძალიან მწყინდა და პროტესტსაც გამოვთქვამდი, ვითხოვდი ისევე მომქცეოდა ყველა მასწავლებელი, როგორც სხვა მოსწავლეებს… დამტუქსეთ დალი მასწ… არა, არც მე არ ვიცი გაკვეთილი და არაფერია ამაში საგანგაშო… კედელს აყარე ნეხვიო. ჩვეულებრივი ბავშვი მინდოდა ვყოფილიყავი და არა ღრმადპატივცემული. არაფრის შეცვლა არ შემეძლო, უნდა შევგუებოდი ჩემს მდგომარეობას და შევეგუე კიდეც, როდესაც გავაცნობიერე, მინი გაცნობიერებით, არა იმგვარით, როგორც პირველ გვერდზე, რომ მე არაფერ შუაში არ ვიყავი, ყველაფერი ჩემმა გვარ-სახელმა და მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემი ცოდვების გამო არ ვისჯებოდი ნაადრევად გაბატონებით. ცხოვრებას თვალი-თვალში გავურჭე და მისით ტკბობა გადავწყვიტე. ჩამითრია. სკოლის დამთავრებისას აზარტში იმდენად ვიყავი შესული, რომ თავადვე მოვითხოვდი აღმატებულად მოემართათ, თუ ემზირათ ჩემთვის. დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობას, მალევე უნდა ჩავკეტილიყავი საკუთარ ბაკანში და კაპიტალურად ჩამომებანა ყრმობის წლები. აღარც ბატონობა მინდოდა, აღარც შადიმანობა. -ნიკ, საბა დამიძახე ხოლმე თუ არ შეწუხდები კარგი? -რა შეწუხებაა შადიმან, ჩემო, არა გრცხვენია? -საბა, საბა… -მომიტევეთ, გეთაყვა. -თ-ს გარეშე ძალიან გთხოვ, არ არის საჭირო ოფიციალურობა, ძმაკაცები ვართ, ძმა კა ცე ბი. -კარგი ბატონო. - … ოთხი კვირით სახლში გამოვიკეტე და ყოველგვარ ცხოვრებისეულ სიკეთეზე უარი ვთქვი. ჩაისა და საკვების გარდა, რომელსაც დედიკო ოთახის კარებთან მიტოვებდა და უმალვე ქრებოდა, სახელით მომართვისა თუ დაკაკუნების გარეშე. პირველი კვირა დროის ძირითადი ნაწილი მედიტაციასა და მასტურბაციაში დავაბანდე. ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ დამოკიდებულებების შეცვლა განვიზრახე და შეძლებისდაგვარად ღრმად ჩავეფლე სულიერ მშენებლობაში, რომლის ერთ-ერთ მთავარ შედეგად უდრტვინველობის უმაღლეს საფეხურზე ასვლა მესახებოდა. საკუთარ თავს ხელოვნურად ვაგდებდი სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში და ვაკვირდებოდი ფიქრთა მდინარებას, ვეჩვეოდი წარმოსახვით საპასუხო რეაქციებს რომელთაც რეალობაში მოიმოქმედებდა შადიმანი. . შადიმანი. პლანეტის მთელი მოსახლეობის მიერ განცდილი, განუცდელი და გამოგონილ ემოციათა ნაკრებიც რომ ყოფილიყო ჩემს არსენალში, მის გახსენებაზე გულში ელვა მაინც დამივლიდა. სხვადასხვა გრძნობის გამუდმებულმა განცდამ და შესწავლამ მათ მიმართ თითქმის უგრძნობი გამხადა.. წარმოვისახავდი ახლობელთა სიკვდილის სცენებს, სასიყვარულო თავგადასავლებს, მრავალგვარ მანკიერებასა და სიკეთეს, ვუმზერდი და ვისრუტავდი მათ. აუღელვებლად. მხოლოდ შადიმანის ხსენებით წარმოქმნილი მჟავე ზემოქმედება მაცნობებდა ხოლმე, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი, სულიერი, ადამიანი რომელსაც რაღაც მაინც აფორიაქებს. შადიმანი არსებობა-არარსებობას შორის გადებულ ხიდად იქცა. თუმცა არა. მედიტო-მასტურბალურ მდგომარეობაში კიდევ ერთი სახელი აფრთხობდა ცნობიერებას. ძნელად მოსახელთებელი. მკრთალი ნათებით. თითქმის შეუმჩნევლად. მდინარენი ოფლისანნი დიოდა მდუმარედ და რეცხდა ინიციალებსა მასსა. რატომ იწვევდა იმავე შეგრძნებებს რასაც შადიმანი, საკითხავი აი ეს არის. ვის ვკითხოთ, თუ არ თავსა საკუთარსა. პასუხები არ ჩანს, იმითღა დავიმშვიდოთ თავი, რომ კითხვების დასმა შეგვიძლია. გადადებული საქმე კი ეშმასია, მაგრამ მაინც გადავდე კირკიტი სახელისითა მისითა გამოწვეულის შესაცნობად. ეზოთერიასა და მისტიციზმში ჩავიძირე. სხვადასხვა ფსევდოფილოსოფიურ ჯგუფებში ვწევრიანდებოდი და არარსებულ შეკითხვებზე ვეძებდი პასუხებს. მეოთხე კვირა მილევად რეჟიმში იმყოფებოდა. გარესამყროს უნდა დავბრუნებოდი ახალი სახით. როგორი უნდა ყოფილიყო ეს ახალი მდგომარეობა? არვიცოდი. რაღაც მანქანებით, ქუთაისში არსებულ მიტროფანე ლაღიძის სახელობის დიად მასონურ ლოჟას დავუკავშირდი. რატომ მიტროფანეს სახელობის? მასონი იყო ძია მიტო? ლაღიძის წყალი კი მისტიკური სასმელი? ეს ყოველივე გაუგებარი დარჩა მთელს ამ ისტორიაში. ორმოცდაათი ლარის შეტანა და ინიციაციის გამოცდის ჩაბარება იყო საჭირო ლოჟაში გასაწევრიანებლად. ორი ვაკანტური ადგილი იყო დარჩენილი. სასწრაფოდ გადავრიცხე თანხა და ინიციაციის გამოცდის ჩასაბარებლად, მამაქალაქში წასასვლელად მოვემზადე. იმავე დღეს დამიკავშირდნენ დაფარული ნომრით. შეხვედრის ადგილი - ქუთაისის ავტოსადგური.. 14:00 წუთი.. შინდისფერი ლადა დამხვდებოდა და ადგილამდე მიმიყვანდა. სხვა რა გზაა, ოკრიბისკენ უნდა ამეღო გეზი. საჩხერე-ჭიათურა .. გორი-გორი.. ქუთაისი...ქუთაისი .... ორი კაცი და გავდივართ.. გამარჯობა ქალბატონო დეიდა, ერთი ბილეთი ქუთაისამდე თუ შეიძლება. ჩემი ნება რომ იყოს და ძალაუფლება რომ მქონდეს, დიდუბეს..ნავთლუღსა და სასტუმრო კოლხეთის მიმდებარე ტერიტორიას პირწმინდად აღვგვიდი პირისაგან მიწისა.. ზეემკასაც მივაყოლებდი. რა ვქნა ვარკეთილიც რომ დანანაობს ჰორიზონტზე? ისე მართლა რამდენი ანგელოზი ეტევა ნემსის ყუნწზე ნეტავ. ქალაქის ამგვარად გადაკეთებასა და სხვა სისულელებზე ვფიქრობდი სანამ დრამინა მოქმედებას დაიწყებდა და გვერდით მჯდომს ყალიონივით მიმაყუდებდა. მესიზმრა რომ ფრენა შემეძლო.. დავფარფატებდი ჰაერში და კორპუსის ფანჯრებში შეჭყიტინებას ვლამობდი, თუმცა მართვის პულტს კარგად ვერ ვფლობდი, ინსტიქტურად ვმოქმედებდი.. სწორედ ამიტომ მოვწყდი ტრაექტორიას და უკან-უკან, ზეცაში გავფრინდი თავისუფალი ა-ვარდნით.. სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა.. მოუსავლეთში გავქანდი და ცისფერ, წრიულ კაშკაშა ცისფერ ნასვრეტში შევცურდი.. სხვა განზომილება. ყოვლისშემძლე ბრიუსში ჯიმ ქერი თეთრ უარაფრო სივრცეში რომ გაიჩითება და მორგან ფრიმენად გარდასახულ ღმერთთან მასლაათობს, დაახლოებით ეგეთ ადგილას ვიყავი, ოღონდ იქ სითეთრე არ იყო.. პირიქით, სიბნელე ბობოქრობდა. ეულად ვგრძნობდი თავს და თითქოს მოძრაობაც არ შემეძლო, სივრცეში ვიყავი გამოკიდებული.. ოოოოომ .. ოოოოომ .. საიდანღაც ძაძებში მოსილი მანდილოსანი გამოჩნდა. - იცი შენ სადახარ? - არა მეთქი. - პრინციპში მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იქ აღარ ხარ სადაც იყავი .. მარტივი ლოგიკააო. - მარტივი ლოგიკა კი არის, მაგრამ იქნებ მაინც გამაგებინოთ ან თქვენ ვინ ხართ, ან მე რა მინდა აქ .. - მე ბევრი სახელი მაქვს.. შენ არცერთი არ გეხსომება, ამიტომ არ გეტყვი.. დედამიწაზე ხშირად ვიბადებოდი ხოლმე, მაგრამ მერე მომწყინდა და აქ გამოვიკეტე .. ქსოვა დავიწყე. ნერვებს აწყნარებს და დროსაც მატყვნეინებს. დროის გაყვანის ამბავში პირველ რიგში, ნერვების ასაშლელი არაფერია აქ.. ორი ათასი წელია თითქმის არავინ მოსულა .. სხვა ადგილებს შეჩვევიან, იქო შენებსაც ნახავო, მოუტყუებია ვიღაცას.. გამაგიჟებს ეს ხალხი. ძალიან გთხოვ ბევრი არ მალაპარაკო, გადავეჩვიე. . მითხარი რა გინდა, თუ შემიძლია დაგეხმარები თუ არა და მეჩქარება სვიტრზე ნახატების ამოყვანას ვსწავლობ იუთუბზე, თან ინგლისურად და რუსულად გრამს ვერ ვგებულობ და დავიტანჯე ქალი. არ მინდა არაფერი, საიდანაც ამოვვარდი იქ დამაბრუნე მეთქი. ცოტა კი დაეზარა ტრაკის აწევა ცარიელი სივრციდან, მაგრამ მაინც დამყაბულდა. დამჭკნარი ხელებით ჰაერში წრე მოხაზა და იმგვარივე ცისფერი პორტალი შექმნა რომელმაც აქ შემომისრუტა. რაღაც ნიტო პონტია, გავიფიქრე, აბა ის პორტალი ვისი გაკეთებული იყო. წამო მომყევიო და გავიდა .. გავყევი და მიყრუებული სოფლის სახლის ღობის უკან, ჩეჩმასთან აღმოვჩნდით. ცოტა მტკივნეული იქნება, დარწმუნებული ხარ რომ გინდა ისევ ადამიანად მოსვლაო? რატომ არ მოხვალ წვიმადა? შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა .. თხა-თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამა, რას მაშინებ დაუშვი არ მეშინია შე ქალო, გავიბღინძე ცალკალოშა აზნაურივით. სპერმანარევმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე და ჩეჩმის კარი გამოაღო. ერთგვარი ელექტრო სკამი აღმოჩნდა. კუსტარულად დამზადებული .. ნახვრეტის მაგივრად ამოტრიალებული ტაშტი და მასზე მიერთებული, აქა-იქ იზოლენტშემოხვეული, სადენები. იმ ადგილას კი სადაც წესით ტუალეტის ქაღალდი, ე.ი სხვადსახვა წიგნის ნაგლეჯები, ან თორმეტ ფურცლიანი რვეულები ჰკიდია ხოლმე, ერთგვარი ბერკეტი ამოზრდილიყო სოკოსავით. დაჯექი და ჩამოწიე ეგ რიჩაკიო. ასეთ ინოვაციას არ ველოდი . . შემეშინდა. მაგრამ სიტყვა პირიდან ამოდის, კაცს ერთი პირი აქვს ხმალს კიდე ორი .. გავიფიქრე და დავჯექი. ჩამოვწიე ბერკეტი და მბუთქა, მაგრამ რა მბუთქა .. ტყუილის თქმისას ჭიანჭველები რომ დაგივლის მთელს სხეულში აი ეგრე მომივიდა, ოღონდ ასკეც მტკივნეულად და შევიკუმშე პაწუა შავი ხვრელივით .. აბა ხალხო გეიარ-გამეიარეთ, ოცი წუთი გავჩერდები. არ დეიფანტოთ ძაან. ცალკე მძღოლის როხროხა ხმამ, ცალკე ნიკაპზე ჩამოღვენთილმა დორბლმა გამომაღვიძა. ოხ შადიმან. . შადიმან. . ვის ხელში იჭყლიტები .. კი არა და , სად მიდიხარ, რომ მიდიხარ. რა ლოჟა.. რა მასონები.. რა მიტროფანე .. ავლიპა იყოს ცოცხალიი. პირველზე ქუთეისში ვიყავი სიმონ. შინდისფერ ლადას ცოტა კიდევ რომ დაეგვიანებინა, მასონი კი არა, მოგვარება მომინდებოდა. სიმონ . აჰა მეორედ. . ვიღაც პუაროს იერიანი შუახნის მამაკაცი მომიახლოვდა და იქინე შენ მიდიხარო? კი მეთქი . წამოდი მე უნდა მიგიყვანო ადგილზე და პაროლი დეიმახსოვრე შესასვლელში რომ მითხრა მეო .. აიეტი სიმონ-ო. ვიღაცას კუბრიკი ჰყავდა შეჩენილი ცნობიერში. დავსხედით მანქანაში და ჩემთვის უცნობი მიმართულებით დავიძარით .. მშვიდი და დაღლილი ვიყავი. მიკვირდა ასეთ ამბავში რომ ვტუცე თავი. უკვე გვიან იყო ამაზე ფიქრი, საინიციაციოდ მივყავდი ბატონ ევგენის .. ტოესწ ერკიულს. ძველებური, ორ სართულიანი სახლის კართან გავჩერდით . . უფრო განმიმტკიცდა ის მოსაზრება, რომ ვერც ახალ ცოდნას ვიპოვნიდი აქ და საერთოდაც რა წერამ ამიყვანა. მანქანიდან რომ გადმოვედით პუარომ პაროლი აღმოთქვიო. - აიეტი სიმონ. - არასწორია, კიდევ სცადე აბა, სიმონის გარეშე. - აიეტი. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მიტროფანე ლაღიძის სახელობის მოწყალე და თავისუფალ კალატოზთა დიადი ლოჟის კარის ზღურბლთან. შებრძანდით სახლში. იმხელა ხმაზე იყვირა პუარომ, ინსტიქტურად მოკრივის პოზა მივიღე და თავდასაცავად მოვემზადე. ოხ ეს ფართოდ დახუჭული თვალები. აჩიტირეკიავებს არამდგრადი ფსიქიკის ხალხს. საღამომდე მოვრჩები ყველაფერს და ბოლო რეისით უკან გავბრუნდები. გული დავიმშვიდე. ცნობისწადილი მაჩერებდა მხოლოდ, მაინტერესებდა კიდევ რა სიურპრიზს მიმზადებდა აია. იმედია, ორგიის სცენაც თუ გადმოიღეს ქალები მაინც ეყოლებათ… თუნდაც მხოლოდ მრავალფეროვნებისთვის. არ გეტკინოთ არაფერი. შევაღე კარები და რას ვხედავ. ოცდაათამდე ახალგაზრდა მამაკაცი, უწვერულნიც და ბალნიანნიც, ხის კედლის გაყოლებაზე სკამებზე მეკვერცხული ქათმებივით ჩამომწკრივებულან და საკუთარ რიგს უცდიან..რიგს ინიციაციისა? .. მაღლაკელიძე შემობრძანდით, გამოღებული ოთახის კარიდან, საიდანაც მასონობის წინა კანდიდატი გამოიფხორა, მამაკაცის თეატრალურად მოინტონაციო ხმა გაისმა. მაღლაკელიძე შელასლასდა, გამოსული ბიჭი კი მეორე სართულის კიბეებს აუყვა ანაზდად. როდის მოვა ჩემი რიგი. გამოცდის მალე მოშორების მსურველივით ვგრძნობდი თავს, რომელსაც არც ქულა ადარდებს და არც კურსელები. ლექტორი მითუმეტეს. ედემი..ედემი..ვინ იყო ედემი? ვიცნობ ვინმეს მსგავსი სახელით? წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქმარო, თუ მაისის ქუთაისმა .. ამილახვარი . როგორც იქნა შესძახა იდუმალმა ხმამ . ზომაზე ოდნავ მეტად ნასვამ ადამიანს, ცოლის ტვინის ტყვნა რომ ეზარება და ფიქრობს არც ფეხი მეშლება, თვალებიდანაც მშვენივრად ვიყურები და საერთოდაც ძალიან კარგად ვარო, სწორედ მსგავსი ნაბიჯით გავწიე ოთახისკენ. ოთახი რა. კაბინეტი აღმოჩნდა. საბჭოური ინვენტარით გაწყობილი. ვაჟა ზაზაევიჩის კანინეტს ჩამოჰგავდა, მთავარ მაგიდასთან მჯდომი კაცი კი ვასო ჩორგოლაშვილს მოაგონებდა ადამიანს. ოთახში მარტო იყო. მაგიდაზე გაუხსნელო ბორჯომი და კოკა-კოლა ედგა ჩვენი პრესკონფერენციების სტილში. დაბრძანდი, ხავერდის მწვანე, ხის სახელურებიან სავარძელზე მიმითითა. მეც ავდექი და ჩავესვენე. მცირედი დუმილისა და ქაღალდებში კირკიტის შემდეგ, სავარაუდოდ დიადმა მაგისტრმა, სათვალეებს ქვემოდან გამომხედა, კალმის უკანა მხარე პირში ჩაიდო და მკითხა, თუ იცი შენ სად მოხვედი შადიმან ბატონო-ო. -ქუთაისის დიად მასონურ ლოჟაში. -მერე და, იცი რა დაწესებულება ვართ, რას ვმოღვაწეობთ, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია წაიკითხე ? -დიდი ბოდიში, არ მქონდა მაგის დრო. ორი ვაკანტური ადგილი იყო დარჩენილი და მეთქი არავინ დამასწროს, უცებ-უცებ მივიღე გადაწყვეტილება. -ეგ ცუდიააააა. მაგრამ არაუშავს, მთავარია მოინდომო, გაათვითცნობიერო რომ ჩვენ აქ სათამაშოდ არ ვართ შეკრებილნი. დიად ცოდნას ვუკირკიტებთ თავდაუზოგავად. გესმიიის ჩემო ახალგაზრდა მეგობარო? ა-ებისა და ი-ების გაწელვამ მომცელა. თავი მაღაზიის კონსულტანტის მსურველთა გასაუბრებაე წარმომიდგა. დიადი ცოდნისა და მაღალი მატერიების ძებნის პროცესში რა გამოცდილება გაქვთ-ღა დააკლდა. -ტექნიკური ნაწილი მოვამთავროთ და ინიციაციის რიტუალს გაგაცნობ. სახელი.გვარი.ასაკი და მისთანანი. რაღაც შადიმანის ხსენება არ მაფორიაქებდა. -მოკლედ, ჩემო შადიმან. მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვი. ძალიან კარგი ბიჭი ხარ. მომეწონე. დალაგებული საუბარი, აურა, თვალ-წარბი რა შუაშია კაცო. მოკლედ. მიტროფანე ლაღიძის სახელობის მასონურ ლოჟაში, მიტროფანე? კურთხევის შემდეგ გაიგებ, ხო.. ისა, გაწევრიანების ყველა მსურველმა სპერმის ფოიერვერკის რიტუალი უნდა გაიაროს წარმატებით. არ შეგეშინდეს, მთავარია მონდომება, სურვილი ახალი სამყაროს, ახალი იდეებისა და ხედვის ახალი წერტილის მოხელთებისა. ვეძებოთ ერთად და ვპოვოთ. ოხ შადიმან.. შადიმან. ეს გინდოდა? მიდი და ანძრიე ახლა რიტუალურად. -ახლა მეორე სართულზე ახვალ და რიტუალისთვის მოემზადები. ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ ნამდვილი ქვის მთლელი ხარ. თავისუფლად. ამოვესვენე..წავესვენე.. ბავშვობაში კი ვჩუკენობდით ძმაკაცები ერთად, მაგრამ ორ კაცზე მეტი არასდროს. ოცდაათ კაცთან ერთად.. ბოლო იმედიც, ქალებზე, გაქრა. კუბრიკზე რომ მეკითხა დამავიწყდა. ან რა ქვია საერთოდ? ავდივარ და ვფიქრობ. კიბის ბოლოში პუარო დამხვდა. ოთახზე მიმითითა. შედი და იმ სკამზე დაჯექი შენი გვარი რომ აწერია. ოღონდ ჯერ გაიხადე და ტანსაცმელი მე დამიტოვე შევინახავ და ნომერსაც მოგცემ სიმონ-ო. მაინც წამოცდა. ყველაფრის მიუხედავად დაბნეული და დეზორიენტირებული არ ვიყავი. სრულიად ვაცნობიერებდი საკუთარ თავს. შემეძლო უბრალოდ მოვტრიალებულიყავი და გავმქრალიყავი, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა. სხვაგან სად მოეწყობოდა ასეთი უცნაურობა? იქნებ რაიმე პორტალი გავხსნათ. გავიხადე. ჩემი ალაგისაკენ გავემართე. დავჯექი და თან გულში ჩაკრულოს ვღიღინებდი. კანდიდატები ბორდელისფრად განათებულ-ჩაბნელებული ოთახის გარშემო წრიულად, თითო-თითო სკამის გამოტოვებით ვისხედით, ერთმანეთისთვის ხელი რომ არ შეგვეშალა, ცენტრში კი ოთხი ეკრანისაგან შეკრული ეკრანკუბა იდგა. პორნოს პროეცირებისთვის. რიტუალში შესაშველებლად.. სტრესი მოქმედებს ერექციაზე მოგეხსენებათ. სანამ შევსებას ველოდებოდით, ზოგიერთმა აქტიურმა ტიტველამ შინაურული სიტუაციის შექმნა გადაწყვიტა და გაცნობებზე გადავიდა. მხოლოდ ახლა დავიძაბე და მივხვდი რა სისულელეში გავყავი თავი. ორმოცდაათი ლარი?. შევივსეთ. ეკრანები ჩაირთო და ლათინურად, დაულაგებელი ბოდიალის შემდეგ, ნაცნობმა ხმამ რიტუალის დაწყებისკენ მოგვიწოდა და ამფსონებმაც დასცხეს ნძრევაი იგი საკვირველი. როგორც მაგისტრმა აგვიხსნა, რიტუალის ძირითადი მუღამი ერთდროულობას წარმოადგენდა, თუმცაღა ძალზედ მონდომებულებმა თვალები მალევე მინაბეს. ფეიერვერკი არ შედგა. არც ჩემს ინიციაციას დაადგა კარგი დღე. საქმეზე ვერ ვკონცეტრირდი და ჩავფლავდი. ძალიანაც კარგი. დავბრუნდები სახლში და ისევ საკუთარ შიგანში დავძებნი კითხვებსაც და პასუხებსაც. მიბოძეთ ჩემი ტანსაცმელი გეთაყვა. ისე ცოდვა გამხელილი ჯობიაო, ამ უცნაური თავგადასავლის დროს შადიმანობა საერთოდ გადამავიწყდა. მეორე შანსიც გაქვთ ახალგაზრდავ, არ დაგვტოვოთ. სადგურამდე გზა მიმასწავლეთ თქვენი ჭირიმე, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი. არადა მგზავრობას როგორ ვერ ვიტან. ღმერთმა დალოცოს დრამინა და მისი მომგონი. უკანა გზაზე არც სიზმარი მინახავს და საერთოდაც, მიკროავტობუსი ისეთი ძველი და მოფახფახებული იყო, მგაზვრთა ლოცვის ინტენსივობა, მიმართული ყველა ღმერთისადმი, სიცოცხლის შენარჩუნებისა და კეთილდღეობისათვის, სიჩქარის მაჩვენებლის პირდაპირპოპრციულად იზრდებოდა და პირიქით. ნეტავ ალა პუგაჩოვა მართლა ამყარებდა სექსუალურ კავშირს ფულის სანაცვლოდ? ისევ ოკრიბა და ისევ ცრემლი. სასწრაფოდ სახლისკენ გავეშურე, ჩემებს ვუთხარი რომ ძალიან მომეწონა ქუთაისის პარლამენტის შენობა და ბიკენტიას ლეგენდარული ქაბაბი. ვიცრუე რათქმაუნდა, არც ერთი მინახავს და არც მეორე ჩამიშვია კუჭში, მაგრამ ქართველი მშობლისთვის როგორი სათქმელია იმ საქმის დეტალები, ხომ ამომწერეს სასწრაფოდ ოჯახობიდან. ოხ ეს მეზობლები და კეთილნათესავნი. მე კიდე რა მიჭირს, რაღაც-რაღაცებზე შემიძლია მათთან გულღიად საუბარი, ხალხი ვიცი, ჩინურად ესმით მშობლებს მათი სურვილების ხმა. ერთიმეორის აზრთა შეთვისების რეცეპტორებია მოშლილი. გავიგნარე საწოლზე და იმ დღის ემოციების გადამუშავებას მივეცი თავი. არავითარი ცვლილება. ისევ შადიმანი. ცხოვრების იმ პერიოდში მეგობარ-ახლობლები ინერციით კი ჩამომშორდნენ, მაგრამ შეუმჩნევლობის მეტი ხარისხი იყო საჭირო, რომ შემდეგ ჩრდილიდან დავბადებულიყავი ახალი სახით. ჩამეძინა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|