 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 21 თებერვალი, 2021 |
გადმოდგი აქეთ, ის ძნა მაღალი, ცას შეუერთე, გადმოფინე ზედ ღრუბლის თეთრეული. შემოაკემსე ნამი, სიმართლის ღილებად, ააპნიავე ცის სურნელად შენი სუნთქვა. თქვი, მისი სიძველე უახლესი დროით შეცვლილა, თქვი, რომ კიბეა, ზეცის კიბე, ფერადფერადი, თვალისჩინად რომ იბარტყებს დაბადებისას! საამურად აალუღლუღებს, მანამდე დაბმულ პაწაწა ენას. კანონიერში ყველაზე მეტად უკანონო და კანონიერი სიყვარულია. მისი მსჯავრი კი უმსჯავრო და შეუმცდარი, თვით სამართალია, თვთიურ სამართალთა შორის. ზეცის მადლია, სამკაული, გამორჩეულთა მსუბუქ ჯვარად სატარებელი. ის თვით კიბეა, ზეცის კიბე ფერადფერადი, თვალისჩინივით რომ იბარტყებს დაბადებისას!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|