| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 22 თებერვალი, 2021 |
ტკივილი,-სხეულში გამჯდარი ტკივილი... რთმეული ღიმილად,-ვიღაცის "სანახად"... დაცურავს ეს ღიმი უსაჭო ტივივით,- და გამგებს დაეძებს,ეძახის-სადა ხარ? ვიღაცა კრიახობს,-ყალბია ცრემლები! ანგლურად აფასებს სულიერ სატკივარს! ერთმა თქვას მაინც,რომ -ნუ ამიცრემლდები! უჩუმრად გამანდე,-რა გინდა! რა გტკივა!... ვერავინ გაბედა,რომ ეთქვა-ძნელია! თან თავის გატანა,თან ბევრის ატანა! ვერავინ მოგკითხა-რამდენად ბევრია... რომ ეცოდებოდე თვით გულქვა სატანას... სად არის სამშობლო,-რომელმაც გაგრიყა?... მართლაცდა ტივივით მიგიშვა ტალღებთან! მოკითხეთ მავანებს,-შენ იმ დროს სად იყავ? დროის მდინარებამ რომ მომაშთო,წამლეკა?... ვიღაცას მანდ "ყოფნა" ადვილი გონია, ვიღაცაც ნატრობს,რომ გაექცეს ცხოვრებას... ვიღაცას,იმ მართლა ქონებით წონიანს იქნება,მართლაცდა მაქ ელის "ცხონება"... მაგრამ,შენ(ხომ ვხვდები) რამხელას განიცდი, სისხლ-ხორცი,სამშობლო შენგან რომ შორია! თუ ერთი დაიცდის,მეორე მოიცდის... განიცდის? რატომღაც მეც აღარ მგონია!!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საგულისხმო ლექსია.
ალბათ, კონკრეტული ადრესატი ჰყავს, მაგრამ ყველასთვისაა.
ჰო, განცდა აღარაა...
საგულისხმო ლექსია.
ალბათ, კონკრეტული ადრესატი ჰყავს, მაგრამ ყველასთვისაა.
ჰო, განცდა აღარაა...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|