ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თომას ედისონი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2021


* * *

შენ ჩემი ძმა ხარ , შენ ხევსური მე ლეჩხუმელი
და სხვანაირი ერთგულება ვიციტ მთებისგან,
ჩვენ თითქმის ერთი,ერთნაირი გულისცემა გვაქვს
და სწორედ ამით განვსხავდებით ძმაო სხვებისგან.

შენ არაგველის ფესვებიდან გესმის ყივილი,
მე წინაპარი მურისციხელ რაინდთა ძვლების,
ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა ჩემო ხევსურო
და ამიტომაც ჩვენ დავირქვით სახელი ძმების.

შენ ხევსური ხარ ! არ გესწავლება ხევსურ კაცს ძმობა,
მე კი ჩემებურ გულტკბილობით ყველას ვედრები,
ჩვენ ერთად ყოფნა უნდა ,ღმერთმა არ მოგვიშალოს,

ხევსურეთელო...!!!

ყოვლადწმინდას შენს სიკეთეს შევევედრები,


შენი მუზები ტალღებია არაგვის ხევის,
შენი ლექსები ნაშობია ქარაფისგანა,
შთამომავლობას დავუტოვოთ ჩვენი ლექსები,
და ჩვენი ძმობა , დაწყებული არაფრისაგან,

შენ ვაჟკაცები გეყოლება, გაზრდი ხევსურებს,
მე კი გოგონა მეყოლება მეფის ასულად
და წლების მერე შევხვდებით და ვეტყვით ერთმანეთს
" ხედავ ძმობილო !? ამ სიცილში რა დრო გასულა "

შენ ჩემი ძმა ხარ , შენ ხევსური მე ლეჩხუმელი
და სხვანაირი ერთგულება ვიციტ მთებისგან
ჩვენ თითქმის ერთი,ერთნაირი გულისცემა გვაქვს
და სწორედ ამით განვსხავდებით ძმაო სხვებისგან !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები