| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 22 თებერვალი, 2021 |
გამოხმაურება ლექსზე ,,ანტიოქიის პალეკარტის მიღმა“ ავტ. სამურაი
სამურაის ლექსი ,,ანტიოქიის პალეკარტის მიღმა“, მისი ერთ-ერთი საუკეთესო პოეტური ნაწარმოებია. ტაეპთა სტრიქონებად ფორმირება და კომპოზიციურად მათი განლაგება, ლექსის რიტმული ჟღერადობა და არითმული სტრუქტურა, მიუთითებს იმაზე, რომ ის დაწერილია ვერლიბრის ფორმით.
ავტორი საკუთარ შეხედულებებს არგუმენტირებულად ახმოვანებს და სხვათა საწინააღმდეგო მოსაზრებებს ამგვარად აბათილებს. ამასთან ამას ისეთი ნატიფი ლიტერატურული ხერხით გადმოსცემს, რომ მისი ყველა მისაზრება სარწმუნოების მაღალ ხარისხს იძენს.
სიყვარულის თემიდან თითქოს ბმის გარეშე გადადის პოეზიის მარადიულ პრობლემებზე - ლექსის ფორმაზე, სტრუქტურაზე, მის აქტუალურობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით სჩანს ასე. მან იცის, რომ ,,სიყვარული სამართალზე უფრო ძლ;იერია! ... და იქმნა სამყარო“! და ამას თავის მკითხველსაც შეახსენებს, ამით კი ხაზს უსვამს სიყვარულისა და პოეზიის ერთმანეთთან სიახლოვეს.
აგრეთვე შინაარსობრივად ზუსტად გადმოსცემს ლექსის ფორმისადმი საკუთარ დამოკიდებულებასაც და ამ სტროფით: ,,ლექსი რითმაა, თქვეს მათ. „ლექსს ვერლიბრის ძაძის ქვეშაც უნდა უჩანდეს ანტიოქიის პალეკარტივით ძვირფასი რითმა“- იგი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს შუშანიკის წამების ამბავს, იაკობ ცურტაველის უკვდავ სიტყვებს:,,რამეთუ შინაგან ძაძაი ემოსა და არავინ იცოდა ჩემსა გარეშე, ხოლო გარეგან კაცთა თუა-ლსა ანტიოქიისა პალეკარტი ემოსაო“.
ჩემი აზრით, ეს ლექსი იმდენად სრულყოფილია, რომ ავტორი რაიმეს რჩევას ან მითუმეტეს შენიშვნას არ იმსახურებს, თუმცა სურვილი შეიძლება, კეთილი სურვილი:
- გზა დამილოცნია სამურაი, დიდ პოეზიაში! თემური 57
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. 5 წავახალისოთ ურაკელი ავტორის ნაწარმოებზე დაწერილი ერთგვარი რეცენზია.
5 წავახალისოთ ურაკელი ავტორის ნაწარმოებზე დაწერილი ერთგვარი რეცენზია.
3. სამურაი, არ ვიცი რატომ, თქვენმა ლექსმა ჩემს ემოციაზე განსაკუთრებულად იმოქმედა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამას რაღაც წინაპირობა სხვა სიტუაციამ შეუქმნა, მაგრამ ასეთ ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ლექსის დანიშნულებაც ხომ ეს გახლავთ? სულის შეშფო|თება. ამიტომ მივეცი თავს უფლება გამოხმაურება (რეცენზია) ფამეწერა. როცა ლექსს ვკითხულობდი თავს ბედნიერად ვგრძნობდი ,... გადაჭარბების გარეშე. მადლობა კეთილი სიტყვებისთვის.
აგლაიას ჩემი პატივისცემა!!! სამურაი, არ ვიცი რატომ, თქვენმა ლექსმა ჩემს ემოციაზე განსაკუთრებულად იმოქმედა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამას რაღაც წინაპირობა სხვა სიტუაციამ შეუქმნა, მაგრამ ასეთ ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ლექსის დანიშნულებაც ხომ ეს გახლავთ? სულის შეშფო|თება. ამიტომ მივეცი თავს უფლება გამოხმაურება (რეცენზია) ფამეწერა. როცა ლექსს ვკითხულობდი თავს ბედნიერად ვგრძნობდი ,... გადაჭარბების გარეშე. მადლობა კეთილი სიტყვებისთვის.
აგლაიას ჩემი პატივისცემა!!!
2. მშვენიერი რეცენზიაა ერთი ლექსის. წარმატებები ორივეს++ მშვენიერი რეცენზიაა ერთი ლექსის. წარმატებები ორივეს++
1. ბატონო თემურ, ცოტა გამიკვირდა და გაკვირვებაზე მეტად გამიხარდა, რომ თქვენი ყურადღება მიიქცია ამ ლექსმა.
გამიკვირდა იმიტომ, რომ ასე არ ხდება ხოლმე ჩვენში , „სამურაი“ არავინაა, რომ ვინმეს ყურადღება დაიმსახუროს.
გამიხარდა რომ მოგეწონათ. იმანენტურად მიხვდით, რომ სიყვარული და პოეზია ჩემთვის ერთია და არამარტო ამოიკითხეთ, დააკავშირეთ კიდეც. ამისთვის დიდი მადლობა. ბატონო თემურ, ცოტა გამიკვირდა და გაკვირვებაზე მეტად გამიხარდა, რომ თქვენი ყურადღება მიიქცია ამ ლექსმა.
გამიკვირდა იმიტომ, რომ ასე არ ხდება ხოლმე ჩვენში , „სამურაი“ არავინაა, რომ ვინმეს ყურადღება დაიმსახუროს.
გამიხარდა რომ მოგეწონათ. იმანენტურად მიხვდით, რომ სიყვარული და პოეზია ჩემთვის ერთია და არამარტო ამოიკითხეთ, დააკავშირეთ კიდეც. ამისთვის დიდი მადლობა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|