ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2021


პოლიტიავნანა

ერთნი ამ იავნანას მთავაზობენ:
„баю, баюшки баю,
не лажися на краю,
придет серинки волчек
и укусит за бачек.“
- მაშინებენ.

მეორენი მირჩევენ:
-„ოკუპანტია რუსეთი,
რუსეთი  ოკუპანტია.“-
ხმადაბლა,
ჩუმად ვიმღერო,
რომ  ჩვილი არ გაღიზიანდეს,
მაგრამ სისხლში გაუჯდეს.

ორივე გამხეცებულ ტრაქტორისტს ჰგავს.
არ მიშლიან გადავეღობო.
დემოკრატიის სახელით
მითმობენ,
მანებებენ ამ ჩემ უფლებას,
მაგრამ თავად უკან დახევას
არ აპირებენ
და ასე გაუნძრევლად თუ ვიდექი გადამივლიან.

დღის ქრონიკა -
პირდაპირ ეთერში,
დილაადრიან,
ნაციონალური პარტიის ლიდერს იჭერენ.
ფანჯრიდან დროშა გადმოკიდეს.
არ ვიცი  ეს სახელმწიფოს,
თუ საკუთარი პარტიის სიმბოლოა ამ შემთხვევაში,
მაგრამ რომ არ დავბნეულიყავი,
ევროსაბჭოს დროშაც წამოაშველეს.

ჟესტების ენა,
ენა მოქმედებების.
როგორ დამღალეს.

თეთრ აბრეშუმს
დედამიწა უნდა ამოვაქარგო
და აივნიდან გადმოვკიდო.
რაც ნიშნავს: -  არ მომეკარონ,
სანამ ჩემ სიმღერას
არ დაემთხვევა მათი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები