ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2021


* * *

ემოციის გარეშე წერას ვცდილობ და არ გამომდის.
რამდენჯერ ასე?!- გულს მიწვრილებს ხმა,
რომელსაც არ ვუჯერებდი არასდროს და
ახლა ვნებდები.
ერთად ვასკვნით,
რომ არ ღირს დარდად ის,
რაც ხელს გიშლის კი არადა, ხელებს გიკრავს.
გიკრავს ჩაკრასაც,
ანუ გჩაგრავს.
და გზას ვაგრძელებ.
ოხრად როცაა წასასვლელი-  რამ შემაჩეროს?!
შემოფეთებულ ატმის არომატს გვერდს ვუქცევ და
პირბადეს ვირგებ.
ქუჩაში,
უმალ,
სამყაროს აშლილობის პირველივე მწვავე სიგნალს- ჩაბნელებული, ნესტიანი გარაჟის კარის უხეშ მიჯახუნებას აჩქარებულ გულისცემას ვუწყვილებ:
,,ბარბაცი ბარბი
ბაცი ციბა
ციცი ცია"- ექოდ ჩამესმის და
კედელს მიყრდნობილი თვალებს ვხუჭავ.
- აი, დავითვლი თხუთმეტამდე და ყველაფერი გაივლის,
გაივლის...
-გაივლის- იმეორებს ვიღაც ჩემთან ერთად.
ბევრჯერ ყოფილა-
შიშნარევი ხმელი სიტყვები სამსჭვალებივით ჩამსობია ყველა სახსარში
და რომ არა ჩემი უხმო,
ტაბუდაკრული, ფრთხილი სიმშვიდე,
ბაც ზურმუხტისფერს რომ იფერებს და
არასდროს  წვება უგზოუკვლო განცდების ფერხთით-
ასო- ასო აკუწულ ღამეს მოგართმევდი,
მთვარეულის ვარცლში განბანილსა და
ცხელ კავებზე შესაბოლად ჩამორიგებულს,
ტამტამების უჩვეულო  გონგის ფონზე 
გახსნილების რიტუალი  რომ აღგვენიშნა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები