ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2021


მარტი, მარტი...



ჰა, დაუქროლა მარტმა მარტულად
კვირტებს აკოცა, შეაჟრიალა
ლეგა ღრუბლები ერთად შეკრიბა,
წვიმით აივსო დიდი ფიალა

და...გაზაფხულის სადღეგრძელებლად
იქუხა, მთები შეაზანზარა,
ცისკენ აიჭრა ქორი ყივილით,
ბუჩქს შეეყუჟა ჩიტი პატარა.

კვლავ დაუქროლა უფრო შლეგურად,
ელვამ გახია ზეცის პერანგი
და საპატარძლოდ მორთულ-მოკაზმულ
ტყემლებს ეკვეთა მტერი ვერაგი.

თოვლის ფანტელებს, ტყემლის ყვავილებს
ლამაზ ლეჩაქად თავზე მოიხვევს,
მისი ძალა რომ ყველას გვანახა,
ამითი მარტი უფრო მოილხენს...

ხან დედასავით თბილი გული აქვს,
ხან დედინაცვლის ცივი ხელები,
ხან მოფერებით კმაყოფილია,
ხან სიგიჟისგან განახელები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს