ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 მარტი, 2021


დარტყმა კლასიკის მხრიდან , ნომერი ორი

ნინო დარბაისელი

ფეისბუქ დარტყმა კლასიკის მხრიდან N2

1. იზა ორჯონიკიძის ლექსი -

უკანასკნელო ჩემო მაისო,
გადამიმწვანე ლოდი და რიყე,
მინდა სამარე ვარდით ამივსო,
მინდა ქორწილი ეგონოთ ბრიყვებს...

2. ამ ლექსის ავტორს  კი ....ვერ დავწერ...ვიცი, მაგრამ მეშინია,  მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მართლა გმირი კი არა! ნახევარ საფეისბუქოს  სამუდამოდ გადავიმტერებ...  (9,9 k  რამდენია მოკვდავთა ენაზე?)

***
ისე ახლოა ზეცასთან მიწა,
მიწასთან ერთად ვეხები ზეცას,
მინდა ვარსკვლავებს იბნევდე თმაში,
მინდა ნისლების პერანგი გეცვას.

მინდა დილამდე ეცეკვო სიზმრებს,
სანამ ცხოვრება მომავალს ძერწავს,
მერე ღრუბლებმა გატაროს ხელით,
ქარები ვნებით კოცნიდეს ლერწამს.

იქ, სადაც ზღვები გაგიჟდა უკვე,
ტალღები ბროლის ზმანებებს ლეწავს,
მზესავით უნდა ავფეთქდე შენში
და ვანაცვალო სიცოცხლე ერთ წამს.

მინდა ვარსკვლავებს იბნევდე თმაში,
მინდა ნისლების პერანგი გეცვას.

- -
მაგრამ ქურდის ქურდი ხოა ცხონებული ჩვენს ტურფა საქართველოში?
ჰოდა, კიდევ მინდა ვცხონდე:

***

ისე ახლოა ეს ორი ლექსი,
მინდა მომპარავს დავადო ხელი.
მინდა  ჩამთვლიმოს, გამხდარა ექვსი,
არ მძინებია მართლა წუხელის.

მეტყვიან, არ ჰგავს, რასა ჩმახავო,
ვერ მოგიშლია ძველი ზნე ისევ!
შენ, ჩემო თავო ლექსუნახავო,
მინდა, დაბრუნდეს ის სიმაისე!

მინდა,  მიკრავდეს გულში მე იზა,
როგორც მიკრავდა იგი ცოცხალი.
ქურდო,  მის ნათქვამს ძარცვავ რეიზა?
მიშრება ყელი... წყალი, ო, წყალი!

ისე ახლოა ეს ორი ლექსი,
მინდა,  მომპარავს დავადო ხელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები