ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2021


ფერადი?

უფრო შავი ვჩანვარ ნახშირთან,
ვფიქრობ სადღაც " მწვანე მილია "
შავზე ძალადობა გახშირდა,
ეშმაკისეული წვლილია!

მითხარით: როგორ ვარ ფერადი?!
ამას მე მეძახით ჭრელები?!
ჩემზე ბორკილები ღელავდნენ
და ფიქრებს მივყავდი ჭენებით.

ყინვისას სახე გაქვთ ცისფერი,
წითლდებით როდესაც გრცხვენიათ.
ვიღაცა სიყვითლეს იფერის,
ვიღაც ცისარტყელისფერია.

მე ერთი ფერის ვარ! რას ელით!
წყვეტთ შავი იესოს ატანას!
ბავშვი ვარ და პირველკლასელი
და არ ვარ ეს თეთრი სატანა!

მუდამ მონობისგან მოვრბოდი,
ფრთებსაც აღარ ვშლიდი ჟანგიანს.
ღმერთი თქვენ გახადეთ რობოტი,
არადა ჩემსავით ზანგია!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები