ნაწარმოებები



ავტორი: ვანანო
ჟანრი: პროზა
24 მარტი, 2021


პოეტური შეკითხვები და ფრაზები პროზისთვის

არაფერი ყოფილა თვალისდამაბრმავებელ შუქზე სუსტი.

გინდა იხარო?-იტირე როცა გეტირება.

რამ დამარქვა ნეტავ სახელი, -სახლი თუ მქვია?

რატომ ვიცინი გულის შიგნით, გულის გარეთ თუ მეტირება?!

ნუთუ ისე დავბრმავდი, რაც მაბრმავებს იმას ვერ ვხედავ?!

განა  იმაზე მეტია სიხარული, არაფერი მქონდეს დასადარდი?!

ვინმეს რომ გინდა გავდე, ამ დროს შენ სად მოგძებნოთ?!

საიდან მოვდივარ?- გულიდან და სხვა გზას არც ვეძებ!

რა არის მართალი?-რასაც მხოლოდ არასდროს ვამბობ.

კუდით ქვის სროლა დაგვიანებულია, სადაც სიტყვები ისვრიან ლოდებს!!

თუ ჩემთან მოდიხარ იმ სხვასთან მოდი, ვისაც გაიცნობ.

თუ გინდა რომ შენი მიწოდო, ჩემსას უწოდე ჩემი უშენოდ.

გახსენი კარტი, რომელიც  ვეღარ დაიხურება.

იხსენი ღმერთი, ხსენი ჩადგი უშვილობის ჟამს.

ჩანგალი ამოატრიალე, ბოლოდან სამი წვერო ერთდება და არ დააქუცმაცო ცხოვრების გზები.


კარი დაიხშე თუ არ გიხარია და არც გწყინს, სტუმარი ღვთისაა.

თუ ვარ პატარა, გაზრდას ვაპირებ, ვინც გაიზარდა მხოლოდ მცირდება, შემცირებაშიც თუ გაიზარდე, ხოხვასა და ტკბობას ვეღარავინ გასწავლის.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები