ნინო დარბაისელი
შედევრთა შესახებ და გამო - - - - - - - -
რატომ არ შეგვიძლია, დღეს დაწერილი ლექსი ან რომელიმე ლიტერატურული, თუნდაც საუკეთესო ქმნილება - შედევრად ვაღიაროთო?!
აი რატომ:
შედევრს - ნამდვილად სჭირდება დროითი გამოცდა, დროითი დისტანცია. ეს უპირველესად, დროგამძლე (!) ქმნილებას ნიშნავს ხელოვნებისა. საიდან მოდის ეს სიტყვა?! ძველად სახვითი თუ მუსიკალური ხელოვნების დიდოსტატები ქმნიდნენ რაიმე ისეთს, სანიმუშოს, რისი მიბაძვისას ოსტატობის შეძლებისდაგვარად დაუფლებაც - შეგირდთა პროფესიონალურ ზრდას, და-ოსტატებას განაპირობებდა (მაგ მონა ლიზა, პაგანინის კაპრიჩიოები და ა.შ.)
სხვამხრივ ეს სიტყვა ლიტერატურაში - უფრო პროფესიონალური სლენგია და ნიშნავს ძალიან კარგ ტექსტს, დაახლოებით იგივე ითქმის “გენიალურსა” და “გენიალობის” შესახებ - როცა თანამედროვე ლიტერატურის სფეროთა მიმართ ვიყენებთ ამ სიტყვებს. ამ ბოლო დროს სლენგ “შედევრის” “მასტერკლასით” ჩანაცვლების ტენდენციაც იკვეთება ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეული გაგებით, ეს ორი ტერმინი - სინონიმურია, თუმცა ერთმანეთს ვერ ფარავს. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ თუ მასტერკლასი - ოსტატის მიერ რაიმე ფორმით ჩატარებული გაკვეთილია, შედევრი - ეს არის დროითად - მარადი გაკვეთილი, ჩატარებული დიდოსტატის მიერ. ცოტა უცნაურ რაღაცას ვიტყვი ახლა და იმედი მაქვს, დაფიქრდება მკითხველი. იმისთვის, რომ შედევრმა ,, იშედევროს”, მას ლიტერატურაში სჭირდება ეპიგონთა კლასის გაჩენა. რუსთველს მთელი ექვსი საუკუნე ეპიგონები არ დალევია, გურამიშვილის გაჩენამდე. ვის ჰყავს მეოცე საუკუნის პოეტებიდან ყველაზე მეტი ეპიგონი საქართველოში? გალაკტიონს, ჭილაძეს... ამ სიის გასაგრძელებლად დრო გვჭირდება...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომეწონა ტექსტი და ვეთანხმები, კარგი იქნება ცნობილი ეპიგონების სია თუ გაკეთდება, თუნდაც კონკურსის სახით, დაახლოებით ისეთივე, როგორიც "შნობელის" პრემიაა.
ლიტერატორების მოვალეობაა ეს, ამხილეთ ეპიგონები და მიუჩინეთ საკადრისი ადგილი.
გასაგებია რომ პირად მტრობაზე გადმოდიან და უკადრისს კადრულობენ, მაგრამ ამათი ბოგინი კლავს ლიტერატურას და მკითხველსაც არ აძლევს განვითარების საშუალებას.
დაიჭერენ 13 წლის ბავშვებს და ატყუებენ. მომეწონა ტექსტი და ვეთანხმები, კარგი იქნება ცნობილი ეპიგონების სია თუ გაკეთდება, თუნდაც კონკურსის სახით, დაახლოებით ისეთივე, როგორიც "შნობელის" პრემიაა.
ლიტერატორების მოვალეობაა ეს, ამხილეთ ეპიგონები და მიუჩინეთ საკადრისი ადგილი.
გასაგებია რომ პირად მტრობაზე გადმოდიან და უკადრისს კადრულობენ, მაგრამ ამათი ბოგინი კლავს ლიტერატურას და მკითხველსაც არ აძლევს განვითარების საშუალებას.
დაიჭერენ 13 წლის ბავშვებს და ატყუებენ.
7. რა საინტერესო ხარ, როგორი მოუღალავი მკვლევარი და, რაც მთავარია, კარგი გოგო. :)))) რა საინტერესო ხარ, როგორი მოუღალავი მკვლევარი და, რაც მთავარია, კარგი გოგო. :))))
5. სიამოვნებით მოვისმენდი ამ თემის გაგრძელებას. :))) ლექციებს ქალბატონი ნინოსგან. სიამოვნებით მოვისმენდი ამ თემის გაგრძელებას. :))) ლექციებს ქალბატონი ნინოსგან.
4. დროსა და სივრცეში ლოკალიზებული "გენიოსების" და "შედევრების" ეპოქაა ახლა .
მაგალითად, 2020 წლის შემოდგომის "გენიოსი" ფეისბუქზე :)
დროსა და სივრცეში ლოკალიზებული "გენიოსების" და "შედევრების" ეპოქაა ახლა .
მაგალითად, 2020 წლის შემოდგომის "გენიოსი" ფეისბუქზე :)
3. მადლობა აგლაია, სამურაი, რომ სწორად გესმით. ამ ოპუსს თავისი დაწერის მიზეზი ჰქონდა. ერთი თვითგამოცხადებული გენიოსი ფეისბუქზე საჯაროდ ჰკვირობდა, რატომ არ ვაღიარებთ შედევრებად იმ ლექსებს, ახლა რომ იქმნება. მაინცა და მაინც ავტორის სიკვდილს ველოდებით, რომ საფლავში ჩავძახოთ, კი წერდა შედევრებს, მაგრამ ცოცხალს ვერ გითხარით, შურის გამოო? მადლობა აგლაია, სამურაი, რომ სწორად გესმით. ამ ოპუსს თავისი დაწერის მიზეზი ჰქონდა. ერთი თვითგამოცხადებული გენიოსი ფეისბუქზე საჯაროდ ჰკვირობდა, რატომ არ ვაღიარებთ შედევრებად იმ ლექსებს, ახლა რომ იქმნება. მაინცა და მაინც ავტორის სიკვდილს ველოდებით, რომ საფლავში ჩავძახოთ, კი წერდა შედევრებს, მაგრამ ცოცხალს ვერ გითხარით, შურის გამოო?
2. აქსიომაა :) აქსიომაა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|