ნაწარმოებები



ავტორი: კარი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2021


* * *

მინდორში ველზე მიმოყრილ გვამებს
რომ გადმოხედავს მთავარსარდალი
მის დამარცხებულ ყავისფერთვალებს
მოეძალება რკინა გამდნარი.

იგი უშიშრად იბრძოდა დიდხანს
იგი კლდე იყო, შეუპოვარი
და გაცვეთილი ჩექმით მჯდომარეს,
გუნდრუკს უკმევდა მადამ ბოვარი

და მინდორს გაშლილს ათასი ლეშით
და ფერდაკარგულ მწვანეს, სისხლიანს
ემახსოვრება მორიგი მარცხი
და მებრძოლების მწუხარე მზერა
შეეყინება მთას, კვლავ ნისლიანს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები