არ გავურბივარ სიცოცხლეს არასდროს დავიმალები თუნდაც ლირიკამ მე პოეტს გადამიმტვრიოს მალები. არ შევეშვები ფიქრებსა მუდმივ გავრანდავ რითმებსა არ გავიკარებ სიცივით შემოპარულსა ნისლებსა დავკოცნი მთვარეს გაბადრულს და ამბორს ვუძღვნი მზესაო ჟღერადი რითმით შევამკობ ხესთან თანამგზავრს ტოტსაო მუზით ფერხულს ავყვები ისიც მიმიღებს ლექსსაო და მე პოეტი სიცოცხლით ჩავეხუტები ერსაო ლოცვით სანთლების სურნელით მოუხმობ დიდსა ღმერთსაო ლოცვას აღვავლენ წყალობით გულს გადავუხსნი ბერსაო სიცოცხლის სიბრძნით გავყვები ქრისტეს რჯულსა და წესსაო მირონცხებული დავივლი მთასა ბარსა და ველსაო თუნდაც სიკვდილმა მიწიოს სანთელს დავავლებ ხელსაო უფალო შეგთხოვ ვედრებით შენ გამიცოცხლებ ლექსსაო მარადისობით დამოძღვრავ ჩემს საქართველოს ერსაო
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|