ნაწარმოებები



ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2021


24 მარტი

0+მარიამ-რ+ბე-ჩ
სამია,
ორ ასის გარეშე,
ა,
მაშინ, აქ დამნაშავეა,
რომ ი ა,
სიგიჟის განაჩენს .
ნოლია,
თუ ათარეშე,
პლიუსი,
შენი რ , ქარია ,
დანარჩენ,
გადამრჩენ ქარებთა! არ,  ,,მია ''
არ, არა,
არგია სამეფოს.
ეს შენი ხმის ტემბრის წამალი,
ღამეს თხოვს ,
მზეს, მონაქარგიანს.
რომ შენი სად არი,
შე , ა და ,
შეეხოს,
გააღოს,
საკარე,
კარები კიდია საერთოდ,
საათი,
საშლელი,
ფანქარი,
გამე ქროს ...
ქარია ცხედარი,
ახალი,
ან,
ახალთ-ახალი ,
ღამე თოვს ...
ღამე თოვს,
ღამე თოვს ...
ეს თეთრი თოლია აქ არი,
,,დილა'' რომ სიტყვებით აგეწყო,
ეს ფერი რას შევადარო,
გარეთ, თოვს, გარეთ, თოვს, გარეთ თოვს,
მომდგარა კარებთან ზამთარი,
გაზაფხულს, ასე რომ გაერთო,
ეს უღვთო, უღმერთო ზღაპარი,
გადარჩეს ... განაჩენს , იყო დრო
არა, დ,ა იყო, თუ, ზღაპარი,
ზღაპრული, ასე რომ დაგეწყო,
მარიამ ...
სიმშვიდე სად არი?
სიმს, შვიდი, გზადთქმული საკაცე
სიონის, უფსკრულთა საცავი,
და წვიმა დაბმული რაფაზე,
დღე-ღამე ასეთი, ცალ-ცალი ...
ბაბუაწვერებთან სცენაზე,
ჰაერს ცრის, მიუვალ დრამაზე,
სულს, ისევ მოუწევს წანწალი,
მარიამ, წამებ ა , განაგრძე ...
ჩაი თვლემს, იშლება ნაწნავი,
ჩაიცვი, მზეს ტყავი გააძრე,
სულს, ისევ მოუწევს წანწალი,
სადაც, შენ...სადაც შენ, სადაც შენ,
ჰაერს ცრემლს, ზღვისფერი ფანქარი,
აცილებს, დაამჩნევს, დაამჩნევს,
განაჩენს,
ეს შენი მერცხალი,
არი თუ, ჩიტი არ გადარჩეს?
დანარჩენს,
უ, ე და, ეცარი ...
უეცარ წვიმებზე გამაჩნდეს ....
ეს შენი ,
ხმის ტემბრი მზე ცა რა ,,,
ნულს პლიუს მაიამ,
რ, ახლა ...
ისედაც სულ შენი ბრალია,
ჩემში რომ ასეთი ცანცარა ,
მარიამ !
გეძახი ... გეძახი ... მზეც, არა, ხეც, არა, ქარია ...
დღეს ალბათ უ, შენი ნებართვით ....
ვერ დავწერ,
რომ ქარმა არია , აქამდე რაც კი არ მებადა,
რ#,
და როცა ასეთი მკვდარია,
შენს სახელს, მახსოვს რომ ებადა ...
ეს გაზაფხული მწვავეა,
და არა, ნ
და არა , პირბადე ,
რადგანაც ზღვა ისე შავია,
როგორც დღეს შენია პომადა,
ტუჩიდან, ტუჩიდან, პირამდე ....
თოვლი რომ პირზე არ მოგადგა,
ტუჩზე თოვლს თუ დააპირებდა
დნობა ან, უნდოდა შენს ხმასთან,
ან, მისვლა მეტისმეტ  წირვამდე .
მიუსვლელთ, შეუმკრთალთ, დრო დადგა,
დრო უნდა გადაგვიყირავდეს,
და დიდი სიმწიფით, მოცარტთან,
გთხოვ რომ არ მიხვიდე კვირა დღეს !
მოსაკლავთ, მოსაკლავთ, დაისია,
მომკვდავთა ეს შენი სამოთხე ...
როცა ხვალ, ისედაც არ იციან,
ან როდეს, იციან სამ ოთხჯერ ...
და დიდი სიმწიფით მოცარტთან,
იცოდე, ლოცვა არ წამოგცდეს ,
გიჟებმა, ლოდინიც არ იციან,
შენს ხმაში რამე რომ გამომრჩეს,
ან, კაბა, არასდროს აიწიო,
ან, კაბა, არასდროს გამოჩნდეს ...
როდესაც შენიდან, საიქიოს,
ვუმიზნებ, ყველა წამს ვამოწმებ,
საა , და , აქაო , საათია ...
გათენდა, ამას ვერ ვამოწმებ,
რომ ღამე აღარსად ჩაიწია,
რომ ღამე ს , შენსკენ არ გამოვწევ,
რომ ვერ, ა , საერთოდ ავირჩიოთ,
არაა ეს შენი სამოთხე,
ღირსი რომ საიდ, მე, გავიწიო ...
ღირსი რომ როგორმე ჩამოგრჩე,
მარიამ, მარიამ, გაგიგია?
ასე რომ სევდიდან ჩამოგჭრან,
შენთან კი სამყაროს ვაიგივებ,
რომელიც შორიდან არ მოსჩანს ...
და პლიუს ,
და მინუს,
კაი კია, ი ასო ისე რომ ამოჭრა,
როგორც მზეს, ეს ჩემი საიქიო,
როგორც ზღვას ეს შენი სამოთხე,
სამ ოთხჯერ, რომ ვწერო, ჩაიცვიო,
და შენ კი იხდიდე სამოცჯერ ....
ბავშვობას, ვითომ აქ აიგივებ,
სიშიშვლეს, აშიშვლებ, კლავიშევს,
შავი რომ, თეთრია დაიკივლებ,
მე ყველა ფერი რომ წამომცდეს,
კლავიშებს, ფეხებზე დაიკიდებ
და პედლებს,
აღგიძრავს , სამოსელს ...
შავი რომ თეთრია  დაიკიდებ,
ყელზე და მოუხდენ როგორმე
ამ ღია ფერების სამოსელს,
ღმერთებში ფერებს რომ გაიცინებ,
ღმერთებში ფერი ებს ,
იებია, ია სა მნებია, კაროჩე .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები