ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2021


მოთამაშე

ბგერები ჩემი მრავალსაცხოვრისია,
მათში ვტოვებ ყველა სირთულეს...
ვუზიარებ კიდეც სიხარულს,
გაფრინდები თუ მოინდომებ...
გააფრენ კიდეც,მტრედებს
თითქოს უშვებდე წერილს,
უმისამართოდ,
ვისაც მიუვა ის ჰპოვებს შვებას.
მოტივაცია!
მოტივაცია!
მოტივაციამ გადაარჩინა კაცობრიობა,
უკეთესებმა შექმნეს ციტატა,
აზრიანობა ანუ მახვილი,
გასჭრის ენა და გადასწვდება კაცობრიობას,
თუკი მჭრელია, ჰაერებს კვეთავს,
სიტყვაბასრი და წელშიმართული...
სისხლიანია ყველა მავთული,
უდროოდ წასულნი,
ნაადრევად დაბრუნდებიან...
...........
იშობიან ლურჯ ოკეანეში,
მარგალიტისებრ...
დაიწყებენ აზრიან ღელვას,
მოტივაცია უამრავი,
ჩვენ ხელოვნურნი,
უტოპიური განცდებით სავსე.
იცვლებიანი აზრები წამსვე,
მთავარია ყური დაუგდოთ,
როგორ სჭედდნენ ესკალიბურს,
მეფეები იჩოქებოდნენ,
ხელს შეახებ ნანატრ მომენტებს,
შენში არცერთი ენდორფინი არაა მკვდარი...
ცოცხალი ხარ,
ცოცხალი ვარ,
გვინდა ვისუნთქებთ,
ანდაც ყვავილებს შევუკერავთ ნანატრ მოსასხამს,
მიყრუებული სოფლის მინდვრებზე...
........

ირგვლივ ფესვებია...
დაძაბულობა შესჩვევიათ...
ხელგაწვდენილი ფეშვებით,
ბობოქრობაში ვეშვებით...
ყურს თუ მიუგდებთ,
ნიავი გეტყვით მათ სათქმელებს...
როგორ ჰყვარობდა ადამიანი მიწის მტკაველას...
სილამაზის განცდები ერთი ასად აღქმულია,
პეპლებს ჰპირდება დიდხანს სიცოცხლეს,
შავწვერა კაცის მსგავსი არსება.
წელს ამომრჩევლებმა სული გაყიდეს,
მკვდარ სიაში კი ერთდღიანი ცოცხლებია...
რა ცოტა ვღირვართ,
და მაინც ვინ ვართ?!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები