ნაწარმოებები



ავტორი: თომას ედისონი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2021


***

***
გარეთ ქარია , ქუჩებშია ფოთლების მარში,
და შემოღწევა უნდა ქაოსს ფანჯრების მიღმა ,
ვინ იცის რა რიგ მარტოსული შემორჩი სახლში ,
აგიყოლია ნერვიულმა შფოთვამ და შიშმა ...

და ატმებს გაშლი , შენში უკვე გაზაფხულია ,
ტყემლის კვირტებიც აფეთქდება უკვე საცაა,
სარკეში გინდა დაინახო რომ არ გტკენია ,
რომ სულერთია , ეს არის და
იყოს რაცაა...


იმ დღე ნაკლული , თებერვლის თვიდან ,
ზამთრის ქარები შემომრჩა ხელში ,
ჩემი ბუნება ქარიშხლებია,
შენი კი უფრო ზაფხულის თქეში,

აწიე თავი , იფიქრე მკაცრად ,
ნუ დაინამავ ცრემლებით  ტუჩებს,
შენ ქალღმერთების ღმერთი  ხარ ახლაც ,
და ღმერთქალივით ამშვენებ ქუჩებს ... 









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები