ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2021


მგზავრობა

მე და შენ
თავღია მანქანით
მივემგზავრებით,
აი, იმ მთებს მიღმა.
ათასჯერ მაინც ჩავუარეთ
მარტო მდგარ ჩრდილებს,
ხეებს და ბუჩქებს,
მაგრამ მათთვის
ჯერ არ გვიკითხავს
როგორ გადავალთ
აი, ამ მთებს უკან.
მარტოობას მიჩვეული გზაც
სად აღარ უხვევს,
იქნებ როგორმე მოგვიცილოს,
კვალს აგვაცდიონოს,
კვლავ განმარტოვდეს,
მაგრამ ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით,
დავდევთ მანამ,
სანამ ღამე არ შეგვიფარებს
აი, იმ მთებს მიღმა,
რადგან დროის ამ კუთხეში
ეს მგზავრობა ერთადერთია
რაც იმედს გვაძლევს
მე და შენ ერთად.

მე და შენ ერთად
მივემგზავრებით, აი,
იმ მთებს მიღმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები