ნაწარმოებები



ავტორი: პაატა6891
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2021


რა მაქვს დასამალი!

რა მაქვს დასამალი - ვაღიარებ,
რომ დარდს კვირტებივით ვისხამ.
მარტი არასდროს არ აგვიანებს,
შენ - ვინც აგვიანებს,  ის ხარ.

გარეთ საღამოა ნამიანი,
მე ამ ბოლოს ვებრძვი ლოდინს.
ცრემლი არასდროს არ აგვიანებს,
შენგან განსხვავებით - მოდის.

ეს უშენობაც ვერ დავიამე -
რაღაც, ფილმის მძიმე კადრი.
უფრო სწორად, კი არ აგვიანებ,
მარტი დადგა ცოტა ადრე.

რა მაქვს დასამალი - ვაღიარებ,
რომ დარდს კვირტებივით ვისხამ.
მარტი არასდროს არ აგვიანებს,
შენ - ვინც აგვიანებს,  ის ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები