ნაწარმოებები



ავტორი: შოთა კურტანიძე
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2021


  ჩამოტვირთვა

ფერფლი და ნიავი

ეს გემები და ნაპირები,
ისევ შეხვედრას აპირებენ,
გული არ დარჩებათ აღელვებულ
აურ-ზაურებში გაუვლელი.
მიმართულებაა საორჭოფო,
ჩემი სინამდვილე გადათვლილი,
ყველა სამყოფელი გამოვლილი,
ახლა სადაც გინდა იქ მამყოფე.
დარჩება ფიქრი და განთიადი,
ფოთლების ფერფლი და ნიავი.
დღეს უცხო ქუჩაზე ჩამიარე,
მოგდევდა შიშველი სიამე.
გაჩნდა გამოვლილი ბილიკების
ყოველი განცდა და ტრფიალი,
შენ სინამდვილესთან მიმაცილე
და მე კიდევ ბევრი ვიარე.
ვერსად მივაგენი მაგალითებს
უფრო თავხედური იერის -
მე შენ სიყვარული აგარიდე -
მოუშუშებელი იარა.
მიმართულებაა საორჭოფო,
ფოთლების ფერფლი და ნიავი,
ახლა სადაც გინდა იქ მამყოფე,
როცა ასე დავიგვიანე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები