აქეთ ხობია, ხეთაა და ხამისკურია, არც მარტი მიდის კარის ერთი გაჯახუნებით... ბებო-სერიალს, ბაბუ უცდის ღამის კურიერს, ეზოში წყვილად დაცვარულან კოწახურები. აშო ჩელაო-ბებო მღერის და მჭადებს აცხობს, ბაბუს ღუმელთან გასაშრობად უდევს თუთუნი, გარეთ კი ქარი ეხუტება ასწლოვან ცაცხვებს და ჭირვეულად, ობოლივით რაცხას დუდუნებს. ოთახს სურნელი ამოავსებს ნეშოს ფოთლების, ბებო ნადუღში გადაურევს პიტნას, წიწაკას... მე ზაფხულს ვუცდი, გემოზე რომ გავიოფლები, ბურთის თამაშით დაღლილები-მდინარისაკენ თავქუდმოგლეჯით დავეშვებით, რადგან ბატონო, ზეპირად ვიცით ამ სოფელში თვალდახუჭულმა: ჭიშკარი, ძაღლი, რა თქმა უნდა ძაღლის პატრონიც, ყოველი კენჭი, შესახვევი, კუთხე, კუნჭული, შუკა, დაღმართი, სამწუხაროდ ნასახლარებიც... ვიცით საშიში, გაუვალი თითქმის ტყეებიც, ქორწილზე მეტად მოგვიხშირდა დასაფლავება, სოფელს თანდათან გაეცალენ მეაკვნეები... აქეთ ხობია, ხეთაა და ხამისკურია, არც მარტი მიდის კარის ერთი გაჯახუნებით... ბებო-სერიალს, ბაბუ უცდის ღამის კურიერს, ეზოში წყვილად დაცვარულან კოწახურები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. <3 <3 ფილმებს არ ვუყურებ, ამიტომ ვწერ ლექსებს ფილმებად ))) გმადლობთ თოლიავ და ნიკი <3 <3 ფილმებს არ ვუყურებ, ამიტომ ვწერ ლექსებს ფილმებად ))) გმადლობთ თოლიავ და ნიკი
2. კარგი ლექსია სასიამოვნოდ წამეკითხა
5 ჩემგან კარგი ლექსია სასიამოვნოდ წამეკითხა
5 ჩემგან
1. კინოფირია, ლექსი კი არა.
კინოფირია, ლექსი კი არა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|