ნაწარმოებები



ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2021


* * *

აქ
შენი წვიმაა,
წვიმს დარდთა ახდენა,
ქვაფენილს ბზარივით მოედო იმედი,
ოცნება
ფანჯრიდან,
თავისით არ ხტება,
ოცნებებს ისვრიან ქვეცნობერ-იები,
მიები სიგიჟეს იგრძენი ანთება,
ჩააქვრე ეს შუქი, თუ ჩამეძიები,
აქ, შენი წვიმაა,
სიზმარი არ ქრება,
სისველით ფხიზლობენ ეს, ფანტაზიები,
სიფხიზლე,
გახდება უმწეო არსება,
სიფხიზლე გახდება.ძლიერი,
თუ წვიმის წკაპუნი სიჩუმეს ავსებდა,
მე მქონდა, სიჩუმის იერი,
ხმაური, თავისას, არ შვება,
სიჩუმე თუ კია ხნიერი,
სიბერე - იესოს მსგავსება !
მსგავსება მარტივად ცბიერი,
მარტივით თუ ლექსი მთავრდება,
ლექსი თუ, მარტია ძლიერი?
აქ, შენი ზეცაა,
ფრინველთა ბაღია,
ხეებზე კიდია წვიმები,
დაფრინავ!
მზის სხივთა ქარია,
სითბოა საგრძნობლად მცირედი,
აქ ,შენი წვიმების ბრალია,
ლექსი რომ მთავრდება ტირეთი -
იტირე, იცინე, ქარია!
წვიმაა, აქ
შენი
იმედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები