ნაწარმოებები



ავტორი: ედემ ლაკადელი
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2021


არა, აღარ მსურს ოვაციები

არა აღარ მსურს ოვაციები
ნაწყალობევი მქუხრი ტაშია
ჩემს ირგვლივ მუდმივ იქნება
სიცოცხლე აჟიოტაჟია

მე თვით ვიპოვე სიცოცხლე
ლექსად დენილი ტბაშია
საღმერთო ლექსიც რომ მიწვევს
სურს გამომცადოს ვალსშია

ვალსის ჰანგები ირევა
და იბანგება ზღვაშია
გონება რჩება ზღვა ფიქრთან
სული მიფრინავს ცაშია

გამიგეთ ჩემით ხილულა
ღმერთი და რჯულის მადლია
არ მეკარება სიკვდილი
ლექსს ეკონება ვარდია

ვარსკვლავნი ზეცით უკრავენ
ლექსით მიწვევენ ვალსშია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები