ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
30 მარტი, 2021


უფასო მედიცინა

უფასო მედიცინა   

არ დაფიქრებულხართ, რატომ აგინებენ დღეს პროფესიონალი კრიტიკოსები, ე.წ. „დისიდენტები“ საბჭოთა უფასო მედიცინას?

არ დაფიქრებულხართ, იგივე ე.წ. „დისიდენტები“ დღეს რატომ არ აქებენ არსებულ ფასიან მედიცინას?

თუ „ის“ მედიცინა არ ვარგოდა, „ეს“, ახლანდელი მედიცინა, ხომ „უკეთესი“ უნდა აღმოჩენილიყო?

მათ თავში, დღევანდელი ფასიანი მედიცინა, დასავლეთთან კავშირის ნიშანია.

ერთი მიზანდასახულობაა.

მთავარი ლოზუნგი:

"დასავლეთი არის წმინდა, დასავლეთის ცუდიც წმინდაა, კრიტიკას არ ექვემდებარება. არა-დასავლეთი არის ცუდი, არა-დასავლეთის ოქროც გასალანძღია, ყველაფერი უნდა გააკრიტიკო".

მანიაა, ავადმყოფობა, ყველას და ყველაფერს აგინონ, მემკვიდრეობითია.

არსებობდა საბჭოთა მედიცინა, უფასო, პროფილაქტიკური, და არა ბიზნესური, და იდეური სიძულვილის გამო მოშალეს ე.წ. „დისიდენტებმა“, პროფესიონალი კრიტიკოსების დივერსანტებმა. მათთვის კრიტიკოსობა პროფესია იყო და არის. ამისთვის იღებდნენ დაა იღებენ სარჩოს. მაგრამ დავაკვირდეთ, ეს პროფესიონალი დეივერსანტებიც კი ვერ ბედავენ დღევანდელი ფასიანი მედიცინის შექებას. ჩუმად არიან. გარინდულები. დღევანდელ ფასიან მედიცინაზე კრინტს არ ძრავენ.

იყო უდასო მედიცინა. გახდა ფასიანი მედიცინა.

დააჯერეს ხალხო, რომ, აქაოდა, ფასიანი უკეთესია, ვიდრე უფასოო.

ხალხის დიდი „მადლობა“ ე’წ’ „დისიდენტებს“.

მაგრამ ახლა რაღა უნდა იმ ხალხს, ვინც დაუჯერა ე.წ. „დისიდენტებს“?

ხომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ?

საბჭოთა მედიცინა იყო უფასო. უფულობის გამო ავადმყოფი არ კვდებოდა, როგორც დღეს კვდებიან მასობრივად. ხაზს ვუსვამ, „მასობრივად“.

მილიონობით ადამიანი სარგებლობდა უფასო მედიცინით. ვერავინ ვერავითარ ქრთამს ძალით ვერავის ვერ გამოსძალავდა, თუ პაციენტი ამას თვითონ არ მოინდომებდა. ვინც ქრთამს სძალავდა პაციენტებს, ძირითადად საქართველოში (რუსეთში ნაკლებად), სტალინის მმართველობის დროს ციხეში აჯენდნენ. ბრეჟნევის მმართველობის დროსაც. ყოველთვის. ამისთვის პაციენტს უნდა ეჩივლა. და რომ იჩივლებდა, მექრთამე-გამომძალველს ციხეში დააჯენდნენ.

განვმარტავ, დღეს, ფასიანი მედიცინის პირობებშიც, ექიმები და ექთნები დროდადრო ქრთამს, ძღვენს, ფულს, საჩუქარს სძალავენ პაციენტებს. ხდება ხანდახან, და რა? ამის გამო, ამ მოტივით, ხაზს ვუსვამ, „ამ მოტივით“, ფასიანი მედიცინა უნდა გაუქმდეს? რახან ხანდახან, ცალკეული ექიმები-ექთნები პაციენტებს ქრთამს სძალავენ? „ამიტომ“?

ყოველი გონიერი ადამიანისთვის აშკარაა, რომ  მექრთამეობის ცალკეული ფაქტები იყო, არის და იქნება. ყველა წყობის პირობებში, ყოველთვის, ყველგან.

უფასო მედიცინის პირობებშიც, ფასიანი მედიცინის პირობებშიც.

გარდა ამისა, საქართველოში  სსრ-ში რომ იყო მექრთამეობის ცალკეული ფაქტები (რუსეთში ნაკლებად), ამ ქრთამების ოდენობა მცირე იყო, მოსახლეობაც გადახდისუნარიანი იყო და ცალკეული ქართველი მედპერსონალის მხრიდან ხანდახან მცირე ქრთამების გამოძალვა პაციენტებისთვის მატერიალურად გამანადგურებელი არ იყო, სახლ-კარის გაყიდვა არ უხდებოდათ.

ვკითხულობ:

- "რა ჰქვია ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ 100 პროცენტიანი დაფინანსების მედიცინა, ანუ უფასო მედიცინა, არის ცუდი, ხოლო ფასიანო მედიცინა არის კარგი?"

- "ხალხის მტერი?"

- "არა?"

მაშინ რა ჰქვია?

ვპასუხობ კითხვას:

- "ხალხის მტერი".

- "მტერია, მტერი".

რატომ არის მტერი?

იმიტომ რომ, იმ ფულს, რომელიც ადრე უფასო მედიცინაზე მიდიოდა, ახლა თვითონ ჭამს, პირადად, და რომ გაამართლოს ხალხის ფულის ჭამა, ამიტომ საბჭოთა უფასო მედიცინას ლანძღავს, რომელიც იყო უფასო, მიუხედავად მექრთამეობის ცალკეული ფაქტებისა, ისიც ძირითადად საქართველოში (რუსეთში ნაკლებად).

ძველი რაც იყო, იყო, ჩაბარდა წარსულს, მაგრამ ახალი ხომ უნდა იყოს ძველზე უკეთესი?

ხომ ეს იყო დასავლეთის აგენტი 1980-იანი წლების ე.წ. ”დისიდენტების” დაპირება?

მაგრამ ახალი არ არის ძველზე უკეთესი, და რა ქნან ახლა დასავლეთის აგენტმა 1980-იანი წლების ე.წ. ”დისიდენტებმა”, ხომ უნდა იმართლონ თავი საკუთარი თავის და ქართველი ხალხის წინაში, - ქართველი ხალხის ღალატში?

ხომ უნდა იმართლონ თავი საკუთარი უმაქნისი სიცოცხლის გამო? ჰოდა, მიმდგარი არიან და ძველს ლანძღავენ, ვინაიდან, ახალი, უკეთესი, ვერ ააშენეს და ვერც ვერასოდეს ვერ ააშენებენ.

რატომ? იმიტომ რომ თავისი თავი გენიოსი ეგონათ, ძველი მოსპეს, მაგრამ ახლის, უკეთესის, შექმნის თავი არ აღმოაჩნდათ.

სოციალიზმი მოსპეს, დასავლეთის ჩაგონებით, სოციალიზმი ცუდიაო, იძახოდნენ,  კაპიტალისტური უკეთესი არისო, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ კაპიტალისტურ სამყაროში საქართველოს ადგილი, ეს  კოლონიის ადგილი იყო.

გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას. ვაშა.

დააკვირდით, ვინ დააქცია საქართველოში არსებული წყობა.

წყობაზეა საუბარი, დამოუკიდებელი საქართველო სოციალისტურიც შეიძლებოდა ყოფილიყო. კი, შეიძლებოდა, მაგრამ დასავლეთის აგენტი ე.წ. „დისიდენტები“ წყობას ებრძოდნენ, კოლონიზატორი დასავლეთის დავალებით, ქართველი ხალხის ქონების მითვისების მიზნით. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის კი არ იბრძოდნენ, არამედ სოციალიზმის წინააღმდეგ და საქართველოს გადაქცევისთვის დასავლეთის კოლონიად. სოციალიზმს კი იმიტომ ებრძოდნენ, რომ სოციალისტური წყობა ხელს უშლიდათ საქართველოს გადაქცევაში დასავლეთის კოლონიად. თორემ საქართველოში წყობა რომ საუდის არაბეთში რომ ვაჰაბიტური წყობაა, ისეთი რომ ყოფილიყო, -  არ შეებრძოლებოდნენ.

დავაკვირდეთ ე.წ. «დისიდენტების“ „უნიკალურ ლოგიკას“. რა სასწაულს ამბობენ. ამბობენ, შეადარეთო,  ერთი ქვეყანა აწარმოებს კარგი ხარისხის პროდუქტსო, მეორე ქვეყანა აწარმოებს ცუდი ხარისხის პროდუქტსო. მოდით, ნუღარ ვიდავებთ, დავუშვათ, ეს ასე არის, ვითომ. რა დასკვნას აკეთებენ ე.წ. „დისიდენტები“ ამ „უნიკალური ლოგიკის“ მიხედვით? დავანგრიოთო, რახან ცუდს აწარმოებს, საკუთარი ქვეყანა, ეკონომიკა, წყობა. კარგით, დავანგრიეთ. მერე რა? 1990 წლის შემდეგ რა აწარმოა საქართველომ, იმაზე უკეთესი, რაც იყო? თუ უკეთესი არა, თუნდაც რაღაც, თუნდაც იმაზე უარესი, რაც იყო, ბევრი აწარმოა?

დასკვნა რაღა უნდა იყოს, ე.წ. „დისიდენტების“ „უნიკალური ლოგიკის“ მიხედვით?

დავსვათ ელემენტარული კითხვა:

თუ ე.წ. „დისიდენტების“ უკუღმართი „ლოგიკის“ მიხედვით სოციალიზმის დანგრევა გამართლებულია, რახან სადღაც „ჯანდაბა“-ში („ჯანდაბა“ ქალაქია) უკეთესი პროდუქტი იწარმოება, მაშინ 1990 წლის შემდეგ საქართველოში რა იწარმოება იმაზე უკეთესი, რაც 1990 წლამდე იწარმოებოდა? ანდა იმაზე უკეთესი, რაც ქალაქ „ჯანდაბა“-ში იწარმოება?

არაფერი?

მაშინ, ე.წ. „დისიდენტების“ უკუღმართი ლოგიკით, რა?

უნდა დააქციონ ის, რაც არის? დღეს არსებული უნდა დაანგრიონ?

დააკვირდით, რაებს ამბობს ე.წ. „დისიდენტების“ ეს გიჟური «ლოგიკა“?

არსებულის, საკუთარი სახლის დანგრევისკენ მოუწოდებს?

იმიტომ რომ ქალაქ „ჯანდაბა“-ში უკეთესი პროდუქტი იწარმოება?



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
30.03.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები