ნაწარმოებები



ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2021


ეგო კიდეა

ეგო კიდეა,
ცნობიერის ფაზების ხიდი,
ეგოების ბაზების კიდე,
ჯამბაზების აზრების გიდი,
ავაზაკთა ბაზრების რიგი,
ეგო არის რამდენი კიდე,
ეგობართა უწყვეტი "რინგი"
ზოგიერთი პატარა რიდი,
ზოგიერთი პატარა როდი,
ზოგიერთი პატარა დიდი,
ზოგიერთი არ ხდება დიდი,
ზოგიერთი კარგი ამინდი,
ზოგიერთი ქარი და ბინდი,
ზოგიერთი ნამცეცებს ყიდის,
ზოგი ერთი ვერ მოვისყიდე,
ეგო კიდე რამდენი მიდის?
ეგო კიდე რამდენი მოდის?
ეგო კიდე რამდენი მერგო?
ეგოს კიდე რამდენი ექო?
ექო კიდე რომელ ეგოს,
რომელი ექო?
ექო კიდე რომელ ეგოს,
რომელი ეგო?
"მე"...
ვერ ვხვდებოდი,
თუ რომელი ეგო შემექო,
რომელიღაცას,
"კარპე დიემ"
ასე მიეგო,
თავის თავისთვის,
და ვკამათობდით,
თავის თავზე რომელს მიეღო,
გნახავდი...

ეგო კიდეა,
მე მაქვს იდეა,
მიდი!
გადახტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები