ნაწარმოებები



ავტორი: თ-ბ
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2021


ბაბუა


ჩაესვენა, მზე დასავლეთს ჩავიდა,
გოჩამ ღვინო მოიტანა დოქით,
მოიტანა შენი კოხტა მარნიდან.
მიაყუდა სკამზე შენი ჯოხი.

ღუმელს ცეცხლი სჭირდებაო მამიდამ,
დარწყა, წყალი ჩაამატა კორკოტს.
დავუდგათო ხის პატარა მაგიდა,
გავაკეთოთ წესი გვაქვსო როგორც!

ეჰ, რამდენი გაზაფხული გავიდა,
შრომისა, თუ სიხარულის ხანა.
შარშან ამ დროს მოგიტანე ყანიდან,
ხესთან, ქვაზე დაგრჩენოდა დანა.

ხან იტირა, ხან იდარა ამინდმაც.
ვით ვაზს ჭიგო, წაგვექეცი ყველას.
წყაროსავით წამოსული  თვალიდან,
ცრემლი  სახეს უტბორავდა გელას.

ესხა შარშან, მერე როგორ ესხა თან,
ვენახს, მოვლილს გაჯერებულს ოფლითა.
გაფრინდი და იმ საღამოს ჩვენს სახლთან,
წითელგულა, ლაღი ჩიტი მოფრინდა.

წახვედი და მოგაძახა ბებიამ:
'' დაგვლოცე და დაგვიტოვე მადლი'' .
შენისთანა კაცნი, კი, არ კვდებიან-
უფლის გვერდით იკავებენ ადგილს.

30.03.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები