ნაწარმოებები



ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2021


***

ბოლო  -  არ მიყვარს 
                            არც დღე,
                                    არც თვე,
                                            არც წელიწადი,
არც გაცილება,  მით უმეტეს  ახლის დახვედრა,
თავნებობს, ზოგჯერ  ადრეც მიდის ეს  თებერვალი,
ალბათ დღეები გამოართვა მარტმა თავხედმა
შეჩვევა ვიცი,  იცი ? -  ზოგჯერ ისე ვბავშვდები,
გამოვეტირე  უკვე ბევრჯერ გასულ ღამეებს,
მერე  ვდგები და გაბუტული დილებით ვითვლი,
გასულ დღეებს და კიდევ უფრო ბავშვურ რამეებს.
განა იმიტომ შეგიყვარე, რომ  ზეცას ჰგვანან  შენი  თვალები,
იმიტომ  რომ,  ზეცა შენ გგავს  როცა მშვიდია,
და მე არასდროს მომინდება შენი ღალატი,
ერთგულება მწამს  მაშინაც კი როცა მიდიან
        დღეები...
              თვეები...
                    წელიწადები...
აი, მაგალითად,
დღესაც  ამ წლის სულ სულ ბოლო თებერვალია,
და მე არ მინდა ჩემგან კიდევ  გავუშვა წელი,
შეჩვევა ვიცი,  ჩემი შიშიც  ამის  ბრალია,
ერთი დღით  წასვლით საბოლოოდ გამიშვეს  ხელი....

ნ.ხ.
მ.მ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები