ნაწარმოებები



ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2021


ქალების განწირული სონეტი


ქალების განწირული სონეტი

თუ ლამაზი ხარ, მუშტრის თვალით გიყურებს ყველა,
არავის უნდა შეგიყვაროს, ო, წრფელი გულით!
ყველა კაცია მაიმუნი, ტურა და მელა!
ჯვარი სწერიათ, რომ მოგართვან ქალს თაიგული.

ო, დაკარგულა ქალის რიდი, პატივისცემა,
სიყვარული ხომ ახლა მხოლოდ სექსის ტოლია;
ამის მაგივრად, ცოლის გინება, ჩხუბი და ცემა...
და საზღვარგარეთ- საშოვარზე _ „თანასწორია

„ჩვენი“ _ იტყვიან ბედოვლათნი, ხვრინს აუშვებენ!
ზოგჯერ, საყვარელს გაიჩენენ კიდეც იმ ფულით _
საწყალმა ქალმა სიმწრის ოფლით, ძლივს რომ იშოვა...
ო, უბადრუკნო, გეშინოდეთ მაღალი უფლის!

ქრისტე ხომ ერთხელ აცვეს ჯვარზე, ჩვენი იესო!
ჩვენ კი ყოველდღე ჯვარს გვაკრავენ, ქალებს-იებსო!   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები