ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2021


მარტი-ქალია

სიჩუმის მრუმე ნაპირიდან
სუსხს გამოიტანს
და ქუთუთოზე დაკიდებულ
გაცრეცილ სიზმრებს,
თეთრი ქაფიდან გადმოსული
ჰგავს აფროდიტას,
  ღრუბლის დამსკდარი კვირტებიდან
შეფარვით მიმზერს.
დავალთ ყვავილით, ბალახების
ველს გადავივლით,
თან ამოივსებს მოფუთფუთე
ჩიტებით უბეს,
ხან, აბორგდება ძუძუმოჭრილ ამორძალივით,
აპრილს  დაუშენს შორად, მშვილდით
ეკლიან  შუბებს.
ხან , სარეცელში გაუწვება მელანქოლია,
ხან, უსაშველოდ, წვიმები აქვს .
  სისხლში  გაყრილი,
„ქალი ქალია, დიდხანს  უქმროდ
რამ არონია“
მარტი ქალია, და შური  კლავს. ალბათ,
აპრილის.
გახევებულა ზამთრის კადრი
ფანჯრის ჩარჩოში,
სულში მზეები გახლეჩილი
კვირტიდან  მიმზერს,
წაეკიდება ალუბლები თითებს გათოშილს,                 
და ქუთუთოზე დაკიდებულ გაცრეცილ სიზმრებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები