ნაწარმოებები



ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
2 აპრილი, 2021


ბიბლიური ოდისეა - მზის შუქზე ჩანან ძაღლი, ცხვარი და თუთიყუში

ტრიალებს....
ელის შორს დგახარ, ძლივს გხედავ,
ცის კიდეზე გაქვს ხელები,
სახეზე წვიმა ჩამოგდის,
ღრუბლებივით აგშლია თმა.
ქრები...
ტრიალებს...


მუხის ფოთლებს უკან დამლული მზე ლივლივებდა ჩემს სახეზე.

(ტრიალებს...)

ყოველთვის ასე მეღვიძება, ჯერ მწვავს, მერე მაოფლიანებს და ბოლოს შფოთვით მაფხიზლებს, ხოლმე, მისი მხურვალე სხივები. წყალი შევისხი და ერთი ორი შემოვილაწუნე. ყველაფერი რიგზე იყო, ცხვრები მშვიდად სძოვდნენ ბალახს. უჰ, მადლობა აფის, ის რომ არა წამით ვერ დავისვენებდი ამათი გადამკიდე, სულ დაბორიალობენ, არ ჩერდებიან. პაპამ გაიხაროს აფის გაწვრთნითვის, ალბათ ამაზე კარგს ვერაფერს დამიტოვებდა სიკვდილის შემდეგ.

(ტრიალებს...)

- აფი, აფი, მოდი ჩემთან, კარგო ბიჭო... - უყვარს მუცელზე მოფერება,- აბა ამაზე მეტი რა მოგცე?! ლაქუც. შენ ყველაფერს ჩემს მაგივრად აკეთებ, მე კიდე, (ტრიალებს...) ეეეჰ... გპირდები, ამ ცხვარს რომ დავკლავ, ერთ კარგ ნეკნს და ბარკალს მოგცემ საღირღნად, ხო იცი არც ისე მიყვარს ძვლების ბოლომდე გამოწუწვნა.

ქუდი დარჩენია, რა მშიშარაა... ძილის მონსტრზე ვამბობ, მზის სხივის პირველივე შემონათებაზე თავ-ქუდ გამძვრალი გარბის, ყოველთვის. მზეა, ხო არ მოგკლავს?! ვახ, ეს ქუდი ზუსტად ჩემი ზომაა, უცნაურია. მოდის და შემოხვევს, ხოლმე, ხელებს, მე მის სახეზე ვკალათდები და ვიძინებ, ანუ, ჩემი ტანის ზომის თავი აქვს, თითქმის. უცნაურია...

სახლისკენ წავედი.

აღარ ბინდდება. ასეა ოთხი წელია, რაც აირია დღე და ღამე. ძირითადად ღამეა, მაგრამ მზეცაა, ზოგჯერ, ორი წელია ხშირად ჩდება, აღარ ამოდის, აღარც ჩადის, ქრება და ჩნდება. პირველად, რომ გამოჩნდა, დიდი ბნელის შემდეგ, ძილის მონსტრი გაიქცა, მახსოვს, გამიკვირდა და ძალიან მოვიწყინე მის გარეშე. ექვსი თვე არ გამქრალა მზე, მენატრებოდა თამაზიკო (ძილის მონსტრს ქვია ასე). ჩემი სამი თითივით მახსოვს მზის ჩაქრობის პირველი დღე, იმ დღეს დავკარგე მედალიონი, პაპამ მითხრა მისამართი, სიკვდილის წინ, იპოვეო. ვიპოვე კიდეც, თუმცა, როდესაც ყელზე ვიკიდებდი მზე ჩაქვრა, საოცრად შემეშინდა, ტყეში ვიყავი, დავაგდე და გამოვიქეცი, მას მერე აღარ მინახავს.

აი სახლიც, ძლივსღა დგას ფეხზე. ბებო ტრიალებს, როგორც ჩანს ისევ გამვლელებს აპურებს. კი, უცხოტომელები იყვნენ, დედა და ქალიშვილი, ლეკვიც ყავდათ, მაგრამ, ამბობდნენ ბედნიერების მონსტრიაო. ძაღლმა სველი ცხვირი ამისვა. ბატკანი დავკალი, პირველად პაპას სიკვდილის შემდეგ. ათი წლის წინ მოკვდა. იმ დროს ჭირი გაჩნდა ცხვრებში, ასე თქვა პაპამ, ისინი არ დახოცო სიკვდილის მონსტრო და მე მომკალიო. მოკვდა მაშინვე, ცხვრები გადარჩნენ, ჭირი გაქრა. ახლა კი ვკლავდი, ვინაიდან მინდოდა კარგად გავმასპინძლებოდი, რაღაცნაირი თვალები ჰქონდა გოგონას, მზეს მაგონებდა.

45. ცხვარი დავკალი. ავიღე ხანჯალი და ყელი გამოვჭერი.
46. მოზრდილი ნაჭერი გადავუგდე ბედნიერების ძაღლს. აფი წავიდა.
47. სტუმრის გოგონა ჩემს ოთახში შევიყვანე. ოთახის კედლები დანგრეული იყო, მაგრამ მზე არ შემოდიოდა, ძილის მონსტრი გამოჩნდა. მისმა თვალებმა დააფრთხო.
48. თუთიყუში გავუშვი რომ აფის დაწეოდა. სტუმარმა დაიძინა. ძილის მონსტრი მოვიდა. მე წავედი. ყველაფერი ტრიალებდა.

ძაღლიც დაიკარგა და თუთიყუშიც, არ ვიცი სად იყვნენ? თითქოს მიწამ ჩაყლაპა. სამი დღე ვეძებე. არაფერი. იმედი რომ ამომეწურა იქვე ფუღუროიანი, სოკოებით სავსე, ხის ძირში დავჯექი. ტრაკში რაღაც შემერჭო. მედაოლიონი იყო. მზემ ჩასვლა დაიწყო. აფი დაბრუნდა. სახლისკენ მივდიოდი, როდესაც თუთიყუში დამაჯდა მხარზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები